2024-11-19
TFGBV ტრენინგი/ფორუმი რუსთავის აზოტში
9 ნოემბერს, რუსთავის აზოტში, პროგრამის "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე - ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია
შეხვედრას ესწრებოდნენ აზოტის ქარხსნის თანამშრომლები
შეხვედრაზე გაიმართა პროგრამის ვებ-გვერდის - www.safeonline.ge პრეზენტაცია, სადაც განთავსებულია ტრენინგ კურსები სხვადასხვა თემატიკაზე, TFGBV-ის და ელექტრონული კომერციის შესახებ, TFGBV ინსტრუმენტარიები და ტერმინების გლოსარი.
დასასრულს დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ პერსონალურად განეხილათ საკუთარი TFGBV შემთხვევები.
პროგრამა მადლობას უხდის რუსთავის აზოტის ქარხანას TFGBV-ს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ხელის შეწყობისთვის