date

2024-11-27

ცხადდება მიღება ტრენინგზე - ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის.


ცხადდება მიღება ტრენინგზე - ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის.

ცხადდება მიღება ტრენინგზე - ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის.

🔴 სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) პროექტის - "უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" - ფარგლებში იწვევს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ორდღიან ტრენინგ-კონკურსში - "ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის" მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეების ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების უნარების გაუმჯობესებასა და გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირების მნიშვნელობის წარმოჩენას მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის პროცესში.

📍 ტრენინგი განკუთვნილია აღმოსავლეთ საქართველოში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორში ბიზნესის მფლობელი ქალებისთვის. სოციალურ ტრანსფორმაციაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობაზე ცნობიერების ამაღლება, ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე-საშუალო ბიზნესების ინკლუზიურ და უსაფრთხო ციფრულ ბიზნეს გარემოში ფუნქციონირებას.

📍 ღონისძიება ჩატარდება 17-18 დეკემბერს, ქალაქგარეთ (ტრენინგის ადგილმდებარეობისა და დეტალური დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია გაეგზავნებათ ტრენინგის შერჩეულ მონაწილეებს). ტრანსპორტირებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს უზრუნველყოფს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი. ტრენინგის ინტერაქტიული სესიები მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, თეორიულ მასალას და ასევე, კონკურსის კომპონენტს, რომელში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები, ხოლო ტრენინგში მონაწილე ყველა მონაწილეს - ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

🔗 ტრენინგში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, 2 დეკემბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე >> https://docs.google.com/.../1FAIpQLSdV66URV2xP4t.../viewform

შერჩეულ მონაწილეებს პროექტის გუნდი დაუკავშირდება რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ.ფოსტაზე.

ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული.

🔴 პროგრამა "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და საქართველოში ხორციელდება "მერსი ქორფსის" და "სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD)" თანამშრომლობით.

ტრენინგი "ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის" ხორციელდება "საქართველოს ტურიზმის ასოციაციის" თანაორგანიზებით და პარტნიორობით.

⭐ ტრენინგი ხორციელდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიის ფარგლებში, რომლიც მიზანად ისახავს დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.

Similar NEWS

2024-05-15
ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV)

ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV)

15 მაისს, პროგრამის - "უსაფრთხო ონლაინი" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიე...

in details
2024-10-17
"უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში"  პროგრამის ტრენინგი/ფორუმი რუსთავში, კოლეჯში "არსი"

"უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" პროგრამის ტრენინგი/ფორუმი რუსთავში, კოლეჯში "არსი"

17 ოქტომბერს, საზოგადოებრივ კოლეჯში "არსი" პროგრამის "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" უსაფრთხოების/ტექნოლო...

in details
2024-10-24
ვებინარი

ვებინარი

24 ოქტომბერს, 12 საათზე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ქალებს   ჩაუტარა ვებინარი თემებზე: 1. &qu...

in details
2024-09-30
ჰაკათონი: "უსაფრთხო ციფრული ჰორიზონტები".

ჰაკათონი: "უსაფრთხო ციფრული ჰორიზონტები".

30 სექტემბერს, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში, „უსაფრთხო ონლაინის“ პარტნიორმა ორგანიზაციამ - Impact Innovations Institute გიუმრის ტექნოლოგიურ ცე...

in details