2024-11-27
TFGBV ტრენინგი/ფორუმი/ლაბი ჩატარდა ორი სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებთან 2 სხვდასხვა სესიად
27 ნოემბერს, თბილისში, კოლეჯში "კავკასიონი" პროგრამის "უსაფრთხო ონლაინი" უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე - ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია და კიბერუსაფრთხოების ლაბი, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:
Wi-Fi-ის ძირითადი კონფიგურაცია
Wi-Fi-ის უსაფღტოების უზრუნველყოფა WPA2/WPA3 პროტოკოლის გამოყენებით
WPA2-Enterprise ავთენტიფიკაცია
MAC ფილტრაციის კონფიგურაცია
SSID მაუწყებლობის პარამეტრების კონფიგურაცია
წვდომის წერტილის უსაფრთხოების პარამეტრების კონფიგურაცია
ჰოსეტბის IP კონფიგურაცია
ჰოსტების დაპინგვა
Gateway-ის IP მისამართი
უსადენო ადაპტერების ჩაყენება ჰოსტებში
უსადენო კავშირის დამყარება AP-სთან დაკავშირებულ ჰოსტებს შორის
ნივთების ინტერნეტის (ჭკვიანი სახლის) აგება და მონიტორინგი
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტები, რომელთაც ტრენინგის დასასრულს გადაეცათ მერსი ქორფსის სერტიფიკატები.
პროგრამა მადლობას უხდის კოლეჯს "კავკასიონი" TFGBV-ს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ხელის შეწყობისთვის
შეხვედრა ხორციელდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიის ფარგლებში, რომლიც მიზანად ისახავს დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.