date

2024-09-30

ჰაკათონი: "უსაფრთხო ციფრული ჰორიზონტები".


ჰაკათონი: "უსაფრთხო ციფრული ჰორიზონტები".

30 სექტემბერს, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში, „უსაფრთხო ონლაინის“ პარტნიორმა ორგანიზაციამ - Impact Innovations Institute გიუმრის ტექნოლოგიურ ცენტრთან (GTC) თანამშრომლობით გამართა ჰაკათონი სახელწოდებით: "უსაფრთხო ციფრული ჰორიზონტები".

ჰაკათონში მონაწილეობას იღებდა ათი გუნდი და მათი მიზანი შემდეგი საკითხების გადაწყვეტას წარმოადგენდა:

✔️ ქალებისთვისა და გოგონებისთვის ციფრული წიგნიერების ინტერაქციული თამაშის შემუშავება

✔️ონლაინ შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოფიქრება

გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები.

🥇 Empty Gap

კატეგორია: "ქალებისთვისა და გოგონებისთვის ციფრული წიგნიერების ინტერაქციული თამაშის შემუშავება“ (ფულადი ჯილდო: 500 000 დრამი)

🥈 AURACare

კატეგორია: "ონლაინ შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოფიქრება“ (ფულადი ჯილდო: 300 000 დრამი)

🥉 PYCODEX

კატეგორია: "საუკეთესო წინადადება Safe You აპლიკაციის ფუნქციონალური გაუმჯობესებისთვის“ (ფულადი ჯილდო: 200 000 დრამი)

ჰაკათონის პარალელურად მოეწყო გამოფენა, სადაც ახალგაზრდა მხატვრებმა წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები თემაზე: "რეალობის ჰაკინგი"

📌 ღონისძიება ჩატარდა პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები

2024-05-15
ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV)

ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV)

15 მაისს, პროგრამის - "უსაფრთხო ონლაინი" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიე...

დეტალურად
2024-10-17
"უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში"  პროგრამის ტრენინგი/ფორუმი რუსთავში, კოლეჯში "არსი"

"უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" პროგრამის ტრენინგი/ფორუმი რუსთავში, კოლეჯში "არსი"

17 ოქტომბერს, საზოგადოებრივ კოლეჯში "არსი" პროგრამის "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" უსაფრთხოების/ტექნოლო...

დეტალურად
2024-10-24
ვებინარი

ვებინარი

24 ოქტომბერს, 12 საათზე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ქალებს   ჩაუტარა ვებინარი თემებზე: 1. &qu...

დეტალურად
2024-09-30

პრეზენტაცია კვლევაზე: “ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა საქართველოში”

30 სექტემბერს, თბილისში “უსაფრთხო ონლაინის” პარტნიორმა ორგანიზაციამ Center for Strategy and Development-CSD ჩაატარა კვლევის: “ტექნოლ...

დეტალურად