2024-06-13
პროგრამამ "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" ჩაატარა შეხვედრა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე პროგრამის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის (TFGBV) და ელექტრონული კომერციის შესახებ და განიხილეს კვლევა, რომელიც ტარდება პროგრამის ფარგლებში და რომლის შედეგებიც ივლისის ბოლოს იქნება ცნობილი.
შეხვედრაზე პარტნიორ ორგანიზაციასთან - სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან ერთად ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს შემდეგ ორგანიზაციებთან:
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი