დაიცავი შენი გაჯეტი

გამოიყენება თუ არა თქვენი მობილური თქვენს წინააღმდეგ?
სამწუხაროდ, შესაძლებელია თქვენი სატელეფონო საუბრები და ინფორმაცია გამოიყენებოდეს მონიტორინგის, თვალთვალის, კონტროლის ან შევიწროების მიზნით. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს. თუ  ეჭვი გაქვთ, რომ სხვა პირი აკონტროლებს თქვენს მობილურს, განიხილეთ შემდეგი კითხვები:

რა შეიძლება იცოდნენ?
ზოგადი ინფორმაცია: იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირმა იცის თქვენი საუბრების შესახებ, მაგრამ არ აქვს საუბრის შინაარსის/თემატიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კერძოდ, რაზე ისაუბრეთ, რა დაწერეთ ან გააზიარეთ, არსებობს შესაძლებლობა, რომ მას ხელი მიუწვდება თქვენი ზარების ისტორიაზე, ბილინგის ჩანაწერებსა ან ანგარიშის სხვა ინფორმაციაზე. ასევე, შესაძლოა, რომ ამ ადამიანმა ისაუბრა ისეთ პირთან, რომელთანაც გქონდათ კომუნიკაცია.

შეტყობინების შინაარსი:
თუ სხვა პირი ინფორმირებულია თქვენი შეტყობინებების შინაარსის შესახებ, სავარაუდოა, რომ იგი იყენებს თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებს, აკონტროლებს თქვენს მოწყობილობას, ან კონკრეტულმა ადამიანმა გაუზიარა/გადაუგზავნა თქვენი შეტყობინებები.

ხმოვანი ან ვიდეო საუბრები:
თუ სხვები ინფორმირებულნი არიან თქვენი ხმოვანი ან ვიდეო საუბრის შინაარსის შესახებ, მაგრამ არც იმდენად ახლოს არ იმყოფებოდნენ თქვენთან, რომ მიყურადებით გაეგოთ/მოესმინათ თქვენი საუბრის შინაარსი, ხოლო იმ ადამიანს, რომელთანაც საუბრობდით, საუბრის დეტალები არავისთვის გაუზიარებია, ამ შემთხვევაში შესაძლოა, იყენებდნენ stalkware-ს. იყავით ფრთხილად: ნებისმიერი რამ, რასაც თქვენი მობილურის საშუალებით აკეთებთ (ინფორმაციის, მათ შორის, stalkware-ის შესახებ ინფორმაციის მოძიება), სხვებისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს. შეიტყვეთ მეტი stalkerware-ის შესახებ უფრო სანდო მოწყობილობის გამოყენებით.

აქვს თუ არა წვდომა თქვენს ტელეფონზე ისეთ პირს, რომელიც გაკონტროლებთ?
ხშირად, მონიტორინგისთვის საჭიროა თქვენს მობილურზე წვდომა. შეიძლება, ადამიანს (რომელიც რეგულარულად ამოწმებს, ვინ გირეკავდათ ან გწერდათ) დააინსტალიროს stalkware თქვენს ტელეფონზე (რომელსაც წამები სჭირდება და ამიტომაც არ ათხოვოთ თქვენი მობილური არავის) იმისათვის, რომ თქვენი სატელეფონო აქტივობის შესახებ ინფორმაცია დისტანციურად მიიღოს. ფიზიკური წვდომის შემთხვევაში, თქვენს მობილურში აპლიკაციების ჩამოტვირთვაზე, თქვენი ანგარიშისა და უსაფრთხოების პარამეტრის შეცვლის შესაძლებლობაც ექნება, რათა თქვენი მობილური მეტად დაუცველი გახადოს.

აქვთ თუ არა სხვებს წვდომა თქვენს ონლაინ ღრუბელზე (ანგარიშზე)?
სხვა ადამიანების მიერ თქვენი მობილურის მონიტორინგის ერთ-ერთი გზა არის წვდომა თქვენი სატელეფონო კომპანიის ანგარიშზე ან/და ღრუბელზე, რომელთანაც დაკავშირებულია თქვენი მობილური (მაგ: Google ან Apple). თუ თქვენი მობილურის ანგარიშზე სხვისი სახელია, ან ვინმემ თქვენი იდენტობა მიითვისა, დაარწმუნა სატელეფონო კომპანია, რომ სწორედ ის არის მოწყობილობის ავტორიზირებული მფლობელი, შესაძლებელია, კონტროლის მიზნით, ჩართოს ისეთი ფუნქციები, როგორიც არის: ადგილმდებარეობის გაზიარება, ბილინგის ჩანაწერებზე წვდომა, ზარების ისტორიის ნახვა თუ სხვა.

ცნობილია თუ არა თქვენი ადგილმდებარეობა სხვებისთვის?
მობილურებსა და აპლიკაციებს შეუძლიათ თქვენი ადგილმდებარეობის გაზიარება. შეამოწმეთ პარამეტრები თქვენს მობილურებსა და აპლიკაციებში, რათა შეზღუდოთ ადგილმდებარეობის გაზიარება. მობილურების უმეტესობას აქვს ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ, მოძებნოთ დაკარგული მობილური - ეს გამოააშკარავებს ადგილმდებარეობას იმ შემთხვევაში, თუ სხვა ადამიანსაც აქვს წვდომა თქვენს მობილურზე ან ანგარიშზე.