Skip to main content

ENGLISH



ჩვენს შესახებ

პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას ციფრულ ეკონომიკაში და დასაქმებულთა დაცვას ციფრული ძალადობისგან. “უსაფრთხო ონლაინის” ამოცანაა, დაეხმაროს ყველა დასაქმებულ ადამიანს, რომელიც ონლაინ ძალადობის წინაშეა ან შეძლოს ონლაინ ძალადობის პრევენცია, ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას ციფრულ ეკონომიკაში.


იცით თუ არა, რომ ონლაინ ძალადობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს?

დღეს ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • კიბერბულინგი – დაცინვა, მუქარა ან შეურაცხყოფა ონლაინ სივრცეში.
  • დოქსინგი – პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება თქვენი თანხმობის გარეშე.
  • კიბერსტალკინგი – მუდმივი თვალთვალი და შევიწროება ინტერნეტში.
  • სიძულვილის ენა – რასის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ტექსტები და კომენტარები.

ონლაინ ძალადობა მხოლოდ ეკრანზე დაწერილი სიტყვები ან ციფრული ქმედებები არ არის — ის შეიძლება სერიოზული ზიანის მომტანად შეიძლება იქცეს, როგორც ემოციური კეთილდღეობისთვის, ისე კარიერისა და პირადი ურთიერთობებისთვის.

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მასთან ბრძოლაში: არ გავავრცელოთ მავნე კონტენტი და მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც ზეწოლის ქვეშ იმყოფება. რაც უფრო მეტად ვისწავლით ერთმანეთის მხარდაჭერას ციფრულ სამყაროში, მით უფრო დაცულ და სამართლიან გარემოში ვიცხოვრებთ.

ე.წ "ფიშინგი" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონლაინ თაღლითობაა, რომელსაც საქართველოშიც ხშირად ვაწყდებით

ეს არის სქემა, სადაც თაღლითები გწერენ იმიტირებულ იმეილს, შეტყობინებას ან გიგზავნიან ბმულს, რათა მიიღონ შენი პაროლი, საბანკო მონაცემები ან პირადი ინფორმაცია.

გახსოვდეს: არასოდეს გააზიარო შენი ბანკის ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, CVV კოდი, პაროლი ან PIN) არც სოციალურ ქსელში, არც მესენჯერში და არც ე.წ. „სანდო“ ბმულებში. ბანკები ასეთ მონაცემებს არასდროს ითხოვენ.

სანამ ბმულს დააჭერ ან ინფორმაციას შეიყვან, გადაამოწმე:

  • ვინ არის გამომგზავნი და შეესაბამება თუ არა მის მისამართს ოფიციალური დომენი;
  • იყენებს თუ არა გვერდი უსაფრთხო კავშირს (https://)
  • ითხოვს თუ არა უცნაურ ან ზედმეტ მონაცემებს.

მცირე სიფრთხილე დიდ პრობლემას აგაცილებს.

პაროლი შენი მთავარი ციფრული გასაღებია — რაც უფრო ძლიერი და უნიკალურია, მით უფრო დაცული ხარ ონლაინ სამყაროში.

  • გამოიყენე მინიმუმ 12 სიმბოლო — ასოების, ციფრების და სპეციალური ნიშნების კომბინაციით;
  • ჩართე ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA);
  • პაროლების უსაფრთხო შესანახად გამოიყენე Password Manager;
  • რეგულარულად განაახლე პაროლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშებისთვის.