A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

A

Application Security

Application security: the process of developing, adding, and testing security features within applications to prevent security vulnerabilities against threats such as unauthorized access and modification.

აპლიკაციის უსაფრთხოება: პროცესი აპლიკაციებში უსაფრთხოების მახასიათებლების შემუშავების, დამატების და ტესტირებისთვის უსაფრთხოების დაუცველობის თავიდან ასაცილებლად ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა არაავტორიზებული წვდომა და მოდიფიკაცია.

Attribute-Based Access Control (ABAC)

Attribute-Based Access Control (ABAC): A method for granting or denying user access based on user attributes such as department, role, or clearance level.

ატრიბუტებზე დაფუძნებული წვდომის კონტროლი (ABAC): მეთოდი, რომელიც ანიჭებს ან უარყოფს მომხმარებლის წვდომას მათივე ატრიბუტების საფუძველზე, როგორიცაა განყოფილება, როლი ან მათი დაშვების დონე.

Algorithm

Algorithm: a process or set of rules to be followed in calculations or other problem-solving operations, especially by a computer.

ალგორითმი — იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას.

Audit Trail

Audit Trail: A chronological record that provides documentary evidence of the sequence of activities affecting at any time a specific operation, procedure, or event in a data system.

აუდიტის სქემა/ბილიკი: ქრონოლოგიური ჩანაწერი, რომელიც იძლევა დოკუმენტურ მტკიცებულებას  აქტივობების თანმიმდევრობაზე, რაც ნებისმიერ დროს გავლენას ახდენს კონკრეტულ ოპერაციაზე, პროცესზე ან მოვლენაზე მონაცემთა სისტემაში.

Anonymization

Anonymization: The process of removing personally identifiable information (PII) from data so that individuals cannot be readily identified.

ანონიმიზაცია: პროცესი, რომლის დროსაც პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (PII) მოიხსნება მონაცემებიდან, რათა პირები ადვილად ვერ იქნან მარტივად იდენტიფიცირებულნი.

Attack Vector

Attack Vector: The path or method used by a hacker to gain access to a system to deliver a payload or malicious outcome.

შეტევის ვექტორი: გზა ან მეთოდი, რომელსაც ჰაკერი იყენებს სისტემაში შესაღწევად, ზიანის მიყენების მიზნით.

Antivirus

Antivirus: Software designed to detect and remove malicious software such as viruses, worms, and trojans.

ანტივირუსი: პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განკუთვნილია მავნე პროგრამების: ჭიების და ტროიანების აღმოჩენისა და მოცილებისთვის.

Authentication

Authentication: The process of verifying the identity of a person or system attempting to access a resource.

ავთენტიკაცია: პროცესი, რომელიც ასრულებს პირის ან სისტემის იდენტიფიცირებას, რომელიც ცდილობს რესურსზე წვდომას.

Advanced Persistent Threat (APT)

Advanced Persistent Threat (APT): A prolonged and targeted cyberattack in which an intruder gains access to a network and remains undetected for an extended period.

გაფართოებული მუდმივი საფრთხე: ხანგრძლილვი და მიზნობრივი კიბერშეტევა, რომლის დროსაც  შემტევი ქსელში აღწევს და შეუმჩნეველი რჩება დიდი ხნის განმავლობაში

Adware

Adware: Software that automatically displays or downloads advertising material when a user is online.

სარეკლამო პროგრამული უზრუნველყოფა:  პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ავტომატურად აჩვენებს ან ჩამოტვირთავს სარეკლამო მასალას, როდესაც მომხმარებელი ონლაინ რეჟიმშია.

Access Control

Access Control: A mechanism used to limit the access to certain data or resources to authorized individuals or systems.

წვდომის კონტროლი: სისტემა/ მექანიზმი, რომელიც ზღუდავს ავტორიზებული პირების ან სისტემების წვდომას გარკვეულ მონაცემებზე ან რესურსებზე.

B

Backup

Backup: The process of copying data to ensure that it can be restored in case of data loss, corruption, or system failure.

სარეზერვო ასლი: მონაცემთა დაკოპირების პროცესი, რათა შესაძლებელი იყოს მონაცემების დაკარგვის, დაზიანების ან სისტემური გაუმართაობის შემთხვევაში მათი აღდგენა.

Block Cipher:

Block Cipher: In cryptography, a block cipher is a deterministic algorithm that operates on fixed-length groups of bits, called blocks. Block ciphers are the elementary building blocks of many cryptographic protocols. They are ubiquitous in the storage and exchange of data, where such data is secured and authenticated via encryption.

ბლოკური შიფრი: კრიპტოგრაფიაში, ბლოკური შიფრი არის დეტერმინისტული ალგორითმი, რომელიც მოქმედებს ფიქსირებული სიგრძის ბიტების ჯგუფებზე, რომლებსაც ბლოკებს უწოდებენ. ბლოკის შიფრები მრავალი კრიპტოგრაფიული პროტოკოლის ძირითადი სამშენებლო ბლოკია. ისინი ყველგან არიან მონაცემთა შენახვასა და გაცვლაში, სადაც ასეთი მონაცემები დაცულია და ავთენტიფიცირებულია დაშიფვრის საშუალებით.

Biometric Authentication

Biometric Authentication: A security process that uses an individual’s unique biological characteristics, like fingerprints or facial recognition, to verify identity and grant access.

ბიომეტრიული ავთენტიკაცია: უსაფრთხოების პროცესი, რომელიც იყენებს ინდივიდის უნიკალურ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, როგორიცაა თითის ანაბეჭდები ან სახის ამოცნობა, იდენტობის დასადასტურებლად და წვდომის მისანიჭებლად.

Bypass Attack

Bypass Attack: An attempt to defeat or circumvent security controls to gain unauthorized access.

შეტევა გვერდის ავლით: მცდელობა, რომლითაც უსაფრთხოების კონტროლის გვერდის ავლით აღწევენ უნებართვო წვდომას.

Buffer Overflow

Buffer Overflow: A common software vulnerability that occurs when a program writes more data to a buffer than it can hold, potentially allowing attackers to execute malicious code.

ბუფერის გადავსება: გავრცელებული პროგრამული დაუცველობა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც პროგრამა ბუფერში უფრო მეტ მონაცემს წერს, ვიდრე მას შეუძლია დაიტიოს, რაც თავდამსხმელებს აძლევს მავნე კოდის ამოქმედების შესაძლებლობას.

Brute Force Attack

Brute Force Attack: A type of cyber attack that involves trying all possible combinations of passwords or encryption keys until the correct one is found.

უხეში ძალის შეტევა: კიბერშეტევის ტიპი, რომელიც მოიცავს პაროლის ან დაშიფრული გასაღებების  ყველა შესაძლო კომბინაციის გამოცდას, სანამ სწორი არ მოიძებნება

Botnet

Botnet: A botnet is a network of computers infected by malware that are under the control of a single attacking party, known as the “bot-herder.” Each individual machine under the control of the bot-herder is known as a bot.

ბოტნეტი: ბოტნეტი (რობოტის ქსელი) არის მავნე პროგრამით ინფიცირებული ქსელი, რომელსაც აკონტროლებს ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ბოტ-ჰერდერი ეწოდება. ბოტ-ჰერდერის კონტროლის ქვეშ მყოფი თითოეული ინდივიდუალური მანქანა ცნობილია როგორც ბოტი.

Backdoor

Backdoor: An undocumented way of gaining access to computer system. A backdoor is a potential security risk.

ბექდორი: კომპიუტერულ სისტემაზე წვდომის არადოკუმენტირებული გზა. უკანა კარი უსაფრთხოების პოტენციური რისკია.

C

Cryptographic Controls

Cryptographic Controls: The use of cryptography (encryption and decryption techniques) to protect the confidentiality, integrity, and authenticity of data, particularly sensitive or personal data.

კრიპტოგრაფიული კონტროლი: კრიპტოგრაფიის (დაშიფვრის და გაშიფვრის ტექნიკა) გამოყენება მონაცემთა, განსაკუთრებით სენსიტიური ან პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ავთენტურობის დასაცავად.

Certification

Certification: A formal process of verifying that an organization complies with certain data protection standards or regulations, often used as a demonstration of best practices.

სერტიფიცირება: ფორმალური პროცესი, რომელიც ადასტურებს ორგანიზაციის შესაბამისობას კონკრეტულ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან ან რეგულაციებთან, ხშირად გამოიყენება საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებისთვის.

Custodian (Data Custodian)

Custodian (Data Custodian): An individual or entity responsible for managing and safeguarding data within an organization, often ensuring compliance with data protection policies.

მონაცემთა დამცველი: ინდივიდი ან სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციაში მონაცემების მართვასა და მათ დაცვაზე და ხშირად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისობას.

Cookie

Cookie: A small piece of data stored on a user's device by websites to track online activity. Data protection laws, like GDPR, require websites to inform users and seek consent before using cookies to collect personal data.

ქუქი: მცირე მოცულობის მონაცემები, რომლებსაც ვებსაიტები ინახავენ მომხმარებლის მოწყობილობაზე, რათა აკონტროლონ ონლაინ აქტივობა. მონაცემთა დაცვის კანონები, როგორიცაა GDPR, მოითხოვს, რომ ვებსაიტებმა აცნობონ მომხმარებლებს და მოითხოვონ მათი თანხმობა, სანამ ქუქი-ფაილების გამოყენებით შეაგროვებენ პერსონალურ მონაცემებს.

Cross-Border Data Transfer

Cross-Border Data Transfer: The movement of personal data across national borders, often subject to specific regulations to ensure that data is adequately protected in the receiving country.

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა: პერსონალური მონაცემების გადაცემა საზღვრებს მიღმა ხშირად ექვემდებარება კონკრეტულ რეგულაციებს, რათა უზრუნველყოს მონაცემთა ადეკვატური დაცვა მიმღებ ქვეყანაში.

 

Critical Infrastructure

Critical Infrastructure: Systems and assets that are essential for the functioning of a society and economy, such as power grids, water systems, and communication networks, which require strong cybersecurity protection.

კრიტიკული ინფრასტრუქტურა: საზოგადოებისა და ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სისტემები და აქტივები, როგორიცა არის ელექტროენერგიის ქსელები, წყალმომარაგების სისტემები და კომუნიკაციის ქსელები, რომლებიც საჭიროებენ კიბერუსაფრთხოების ძლიერ დაცვას.

Chief Information Security Officer (CISO)

Chief Information Security Officer (CISO): The executive responsible for overseeing and managing an organization's information security strategy.

ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი (CISO): აღმასრულებელი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის ზედამხედველობაზე და მართვაზე.

Cyber Threat Intelligence (CTI)

Cyber Threat Intelligence (CTI): Information about potential threats to an organization's cybersecurity posture, gathered from internal and external sources.

კიბერსაფრთხის დაზვერვა (CTI): შიდა და გარე წყაროებიდან შეგროვებული ინფორმაცია ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების შესახებ.

Cross-Site Scripting (XSS)

Cross-Site Scripting (XSS): A type of security vulnerability in web applications where attackers inject malicious scripts into web pages viewed by other users.

საიტებსშორისი სკრიფტინგი: უსაფრთხოების დაუცველობის ტიპი ვებ აპლიკაციებში, სადაც თავდამსხმელებს შეჰყავთ მავნე სკრიპტები სხვა მომხმარებლების მიერ ნანახ ვებგვერდებში.

Confidentiality

Confidentiality: The principle of ensuring that sensitive data is only accessible to authorized individuals or systems and protected from unauthorized disclosure.

კონფიდენციალურობა: პრინციპი იმის უზრუნველსაყოფად, რომ სენსიტიური მონაცემები ხელმისაწვდომია  მხოლოდ ავტორიზებული პირებისთვის ან სისტემებისთვის და დაცულია  უნებართვო გამჟღავნებისაგან.

Compliance

Compliance: The act of adhering to laws, regulations, and standards (such as GDPR, HIPAA, or PCI-DSS) related to data protection and cybersecurity.

შესაბამისობა: კანონების, რეგულაციების და სტანდარტების (როგორიცაა GDPR, HIPAA ან PCI-DSS) შესაბამისობა, რომლებიც უკავშირდება მონაცემთა დაცვასა და კიბერუსაფრთხოებას.

Certificate Authority (CA

Certificate Authority (CA): An entity responsible for issuing and verifying digital certificates used in securing communications and verifying the identity of individuals, devices, or services.

სერტიფიკატების გამცემი ორგანო:  ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია ციფრული სერტიფიკატების გაცემასა და გადამოწმებაზე, რომელიც გამოიყენება უსაფრთხო კომუნიკაციისთვის და ფიზიკური პირების, მოწყობილობების ან სერვისების იდენტობის დასადასტურებლად.

Cloud Security

Cloud Security: A set of policies, technologies, and controls designed to protect data, applications, and services stored in the cloud from threats.

ღრუბლოვანი უსაფრთხოება: პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და კონტროლის ერთობლიობა, რომელიც შექმნილია ღრუბელში შენახული მონაცემების, აპლიკაციებისა და სერვისების საფრთხისგან დასაცავად.

Cybersecurity

Cybersecurity: The practice of protecting systems, networks, and programs from digital attacks, unauthorized access, or damage.

კიბერუსაფრთხოება: სისტემების, ქსელების და პროგრამების დაცვა ციფრული თავდასხმებისგან, უნებართვო წვდომისგან ან დაზიანებისგან.

Cryptography

Cryptography: The practice of securing information by converting it into a coded format that can only be deciphered by those possessing a secret key or password.

კრიპტოგრაფია: ინფორმაციის დაცვის პრაქტიკა მისი კოდირებულ ფორმატში გადაყვანით, რომელიც შეიძლება გაიშიფროს მხოლოდ იმ პირების მიერ, ვინც ფლობს საიდუმლო გასაღებს ან პაროლს.

Cyberstalking

Using technology to track your activities or location, or to make you feel constantly watched and afraid. Many different kinds of technology can be used to stalk someone, including phones, social media, email, cameras, smart home devices, and more. Any kind of stalking is serious, and you can reach out for help or report to police.

კიბერ-ადევნება

ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენება თქვენი აქტივობების ან ადგილმდებარეობის დასადგენად, ან მუდმივი დევნისა და შევიწროების მიზნით. დევნისთვის ბევრი სხვადასხვა სახის ტექნოლოგია შეიძლება იქნას გამოყენებული, მათ შორის ტელეფონები, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა, კამერები, ჭკვიანი სახლის მოწყობილობები და სხვა. ნებისმიერი სახის დევნა სერიოზული დანაშაულია და შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს ან მიმართოთ პოლიციას.

Consent

An ongoing process of giving and receiving permission. Doxing: the publication of private or identifying information of a particular individual on the Internet without the individual’s consent

თანხმობა/ნებართვა: ნებართვის გაცემის და მიღების მიმდინარე პროცესი. დოქსინგი: კონკრეტული პირის პირადი და საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოქვეყნება ინტერნეტში, პირის თანხმობის გარეშე.

 

D

De-identification

De-identification: The process of removing or obscuring personal identifiers from data to protect the identity of individuals, similar to anonymization but potentially reversible under certain conditions.

მონაცემთა დეიდენტიფიკაცია: მონაცემთა დეიდენტიფიკაცია ნიშნავს მონაცემებიდან სენსიტიური პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაციის (PII) ამოღებას, დაფარვას ან შეცვლას   იდენტობის დაიცვის მიზნით. იგი ანონიმიზაციის მსგავსია, თუმცა პოტენციურად შექცევადია გარკვეულ პირობებში.

Data Subject Access Request (DSAR)

Data Subject Access Request (DSAR): A request made by an individual to a data controller to access the personal data held about them, as provided by data protection laws such as GDPR.

მონაცემთა სუბიექტის წვდომის მოთხოვნა: მოთხოვნა, რომელსაც ინდივიდი აკეთებს მონაცემთა კონტროლერის მიმართ, რათა მიიღოს მის შესახებ შენახული პერსონალური მონაცემები, როგორც ეს გათვალისწინებულია მონაცემთა დაცვის კანონებით, როგორიცაა GDPR.

Data Subject

Data Subject: The individual whose personal data is being collected, processed, or stored, particularly in the context of privacy regulations like GDPR.

მონაცემთა სუბიექტი: ინდივიდი, რომლის პირადი მონაცემებიც გროვდება, მუშავდება ან ინახება, კერძოდ მონაცემთა დაცვის რეგულაციების, მაგალითად, GDPR-ის კონტექსტში.

Data Retention

Data Retention: The policies and practices governing how long personal or sensitive data is stored before it is securely deleted or destroyed.

მონაცემთა შენახვა: პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც აკონტროლებს, თუ რამდენ ხანს ინახება პირადი ან მგრძნობიარე მონაცემები მის უსაფრთხოდ წაშლამდე ან განადგურებამდე.

Data Processor

Data Processor: An entity that processes personal data on behalf of the data controller, usually under a contract or legal agreement.

მონაცემთა დამამუშავებელი:  ერთეული, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა კონტროლერის სახელით, ჩვეულებრივ ხელშეკრულების ან სამართლებრივი შეთანხმების ფარგლებში.

Data Masking

Data Masking: A technique used to protect sensitive data by replacing it with fictional or scrambled data while maintaining the original data’s usability.

მონაცემთა შენიღბვა (დაფარვა): ტექნიკა, რომელიც იცავს სენსიტიურ მონაცემებს მათი გამოგონილი ან არეული მონაცემებით ჩანაცვლებით. თუმცა ამასთანავე, ინარჩუნებს მონაცემების თავდაპირველ გამოყენებადობას.

Data Minimization

Data Minimization: A data protection principle that requires organizations to collect and process only the data that is strictly necessary for a specific purpose.

მონაცემთა მინიმალიზაცია: მონაცემთა დაცვის პრინციპი, რომელიც მოითხოვს ორგანიზაციებისგან შეაგროვონ და დაამუშაონ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც მკაცრად აუცილებელია კონკრეტული მიზნისთვის.

Data Encryption

Data Encryption: A method used to protect sensitive information by converting it into an unreadable format, only accessible with the proper decryption key.

მონაცემთა დაშიფვრა: მეთოდი, რომელიც იცავს მგრძნობიარე ინფორმაციას მისი კოდირებულ ფორმატში გარდაქმნით, რაც შესაძლებელს ხდის წვდომას მხოლოდ სათანადო გაშიფვრის შემდეგ.

Data Controller

Data Controller: An entity (person, company, or organization) that determines the purposes and means of processing personal data under data protection regulations like GDPR.

მონაცემთა კონტროლიორი: სუბიექტი (პირი, კომპანია ან ორგანიზაცია), რომელიც განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს მონაცემთა დაცვის რეგულაციების (მაგალითად GDPR-ის), შესაბამისად.

Data Anonymization

Data Anonymization: The process of removing or modifying personally identifiable information (PII) so that individuals cannot be readily identified in the data set.

მონაცემთა ანონიმიზაცია (კონფიდენციალურობა): პიროვნულად იდენტიფიცირებადი ინფორმაციის (PII) ამოღების ან შეცვლის პროცესი, რომელიც ხელს უშლის ინდივიდების მარტივად იდენტიფიცირებას მონაცემთა ნაკრებში.

Dynamic Data Masking (DDM)

Dynamic Data Masking (DDM): A security technique that hides or obfuscates sensitive data in real-time, typically during data access or transfer, ensuring unauthorized users only see masked information.

დინამიური მონაცემების დამალვა: უსაფრთხოების მეთოდი, რომელიც რეალურ დროში მალავს ან ბუნდოვანს ხდის კონფიდენციალურობისადმი მგრძნობიარე მონაცემებს მათი წვდომის ან გადაცემის დროს, რათა არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ დაფარული ინფორმაცია.

Digital Forensics

Digital Forensics: The process of investigating and analyzing data from digital devices to recover and preserve evidence of cyber crimes or security incidents.

ციფრული ექსპერტიზა: ციფრული მოწყობილობებიდან მონაცემების გამოძიებისა და ანალიზის პროცესი კიბერდანაშაულების ან უსაფრთხოების შემთხვევების მტკიცებულებების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.

Decryption

Decryption: The process of converting encrypted data (ciphertext) back into its original, readable format (plaintext) using a decryption key.

დეშიფრაცია: დაშიფრული მონაცემების (შიფრტექსტი) წასაკითხ ფორმატში (მარტივი ტექსტი) გადაყვანა კრიპტოგრაფიული შიფრის გამოყენებით გამოყენებით.

Digital Certificate

Digital Certificate: An electronic document used to prove the ownership of a public key, typically used in cryptography to secure communications.

ციფრული სერტიფიკატი: ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება საჯარო გასაღების საკუთრების დასადასტურებლად, ჩვეულებრივ კრიპტოგრაფიაში კომუნიკაციების დასაცავად.

Distributed Denial of Service (DDoS)

Distributed Denial of Service (DDoS): A more advanced version of a DoS attack where multiple compromised systems are used to flood a target with traffic, making it inaccessible.

გაგზავნილი სერვისის უარყოფა (DDoS): ერთი ან მეტი კომპრომეტირებული სისტემის გამოყენებით განხორციელებული მასშტაბური DoS შეტევა, რომელიც სისტემას მიუწვდომელს ხდის.

Denial of Service (DoS

Denial of Service (DoS): An attack that disrupts the availability of a system, network, or service by overwhelming it with traffic or exploiting vulnerabilities.

ვებ საიტის სერვისის უარყოფა (DoS): კიბერ-თავდასხმის ერთ-ერთი სახე, რომელიც არღვევს სისტემის, ქსელის ან სერვისის ხელმისაწვდომობას, ქსელის გადატვირთვით ან სხვა სისტემური სისუსტეების გამოყენებით.

Data Loss Prevention (DLP)

Data Loss Prevention (DLP): A strategy and set of tools used to prevent unauthorized access, transfer, or use of sensitive data outside an organization’s boundaries.

მონაცემების დაკარგვის/გაჟონვის პრევენცია (DLP): სტრატეგია და ინსტრუმენტები, რომელიც გამოიყენება სენსიტიური მონაცემების უნებართვო წვდომის, გადაცემის ან გამოყენების თავიდან ასაცილებლად ორგანიზაციის კონტროლის მიღმა.

Data Integrity

Data Integrity: The accuracy, consistency, and trustworthiness of data throughout its lifecycle, ensuring it hasn’t been tampered with or altered.

მონაცემების მთლიანობა: მონაცემების სიზუსტე, თანმიმდევრულობა და სანდოობა მათი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს, რომ ისინი არ იყოს შეცვლილი ან გაყალბებული.

Data Encryption

Data Encryption: The process of converting plain text data into a coded format (ciphertext) to prevent unauthorized access.

მონაცემთა დაშიფვრა: პროცესი, რომელიც უნებართვო წვდომის თავიდან ასაცილებლად მარტივი ტექსტის მონაცემებს კოდირებულ ფორმატში გარდაქმნის.

Data Breach

Data Breach: An incident where confidential, sensitive, or protected information is accessed, disclosed, or stolen by unauthorized individuals.

მონაცემთა გაჟონვა: შემთხვევა, როდესაც კონფიდენციალური, მგრძნობიარე ან დაცული ინფორმაცია უნებართვოდ ხდება ხელმისაწვდომი, გამჟღავნებული ან მოპარული.

Doxing

Doxing: Sharing someone’s personal information like a phone number or home address to threaten or harm them. Often part of online harassment or stalking. Sometimes also spelled “doxxing.”

დოქსინგი – კიბერბულინგის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს პერსონალური მონაცემების (მისამართი, ტელეფონის ნომერი, სოციალური მედიის გვერდი და სხვ.) გასაჯაროებას სხვა ადამიანების მიერ, კიბერბულინგის წარმოების მიზნით.

Digital Evidence

The overarching term that includes evidence from digital devices including the devices themselves, as well as emails, texts, pictures, videos, voice recordings, direct messages (DMs), screenshots, account logs or billing statements, apps, GPS and location information, and “metadata” or the information embedded in emails and other electronic documents.

ციფრული მტკიცებულება: ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს ციფრული მოწყობილობებიდან მიღებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად მოწყობილობებს, ასევე ელ. ფოსტებს, ტექსტურ შეტყობინებებს, სურათებს, ვიდეოებს, ხმოვან ჩანაწერებს, პირდაპირ შეტყობინებებს (DMs), გრაფიკულ გამოსახულებებს (სკრინშოტებს), ანგარიშის ჟურნალებს ან გადასახადების (ბილინგის) ანგარიშებს, აპლიკაციებს, GPS და ადგილმდებარეობის ინფორმაციას და „მეტამონაცემებს“ ან ელ. ფოსტებში და სხვა ელექტრონულ დოკუმენტებში შემავალ ინფორმაციას.

Digital Dating Violence

Digital dating violence is a pattern of behaviours in which one partner controls, pressures, or threatens their dating partner using digital technologies. Digital dating violence is also known as technology-facilitated gender-based violence (TFGBV), but we use the term digital dating violence to reflect teen relationships. Read more about Digital Dating Violence here.

ეს არის ქცევების ერთობლიობა, როდესაც ერთი პარტნიორი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აკონტროლებს, აშინებს ან ზეწოლას ახდენს თავის რომანტიკულ პარტნიორზე. ციფრული ძალადობა რომანტიკულ ურთიერთობაში ასევე ცნობილია, როგორც ტექნოლოგიებით განხორციელებული გენდერული ძალადობა (TFGBV), თუმცა ჩვენ ვიყენებთ ტერმინს "ციფრული ძალადობა ონლაინ გაცნობისას რომანტიკულ ურთიერთობაში" მოზარდების ურთიერთობების ასახვის მიზნით.

Database

Software that holds data and allows a company, charity, or the government to search for information about a specific person or find trends across many people.

მონაცემთა ბაზა: პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ინახავს მონაცემებს და საშუალებას აძლევს კომპანიას, საქველმოქმედო ორგანიზაციას ან მთავრობას მოძებნოს ინფორმაცია კონკრეტული პირის შესახებ ან იპოვოს ტენდენციები ბევრი ადამიანის მასშტაბით.

Data

Data is another word for information. Big data is a term for really large amounts of data pulled from mobile phones, emails, Internet searches, apps, and public records. Companies use big data to identify patterns about us all to predict and optimize their business.

 

მონაცემები: მონაცემები ინფორმაციის სინონიმია. დიდი მონაცემები (Big Data) გულისხმობს დიდი მოცულობის მონაცემებს, რომლებიც გროვდება მობილური ტელეფონებიდან, ელექტრონული ფოსტიდან, ინტერნეტის ძიებებიდან, აპლიკაციებიდან და საჯარო ჩანაწერებიდან. კომპანიები იყენებენ დიდ მონაცემებს, რათა გამოავლინონ ჩვენ შესახებ არსებული ტენდენციები, წინასწარ განსაზღვრონ მომხმარებლის ქცევა და ოპტიმიზაცია გაუკეთონ თავიანთ ბიზნესს.

E

Enterprise Data Protection (EDP

Enterprise Data Protection (EDP): A comprehensive strategy for safeguarding sensitive data within an organization through various controls, policies, and technologies to prevent unauthorized access and data breaches.

კორპორატიული/ორგანიზაციული მონაცემების დაცვა (EDP): ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციაში სენსიტიური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას სხვადასხვა სახის კონტროლის, პოლიტიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა თავიდან ავიცილოთ უნებართვო წვდომა და მონაცემების გაჟონვა.

Employee Data Protection

Employee Data Protection: The measures taken to secure personal information related to employees, including their identification, performance evaluations, and health information, in compliance with data protection laws.

თანამშრომლების მონაცემთა დაცვა: ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია თანამშრომლებთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციის, მათ შორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, საქმიანობის შეფასების და ჯანმრთელობის მონაცემების დაცვისკენ, რაც შესაბამისობაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან.

Explicit Consent

Explicit Consent: A requirement in data protection laws where individuals must give clear and specific permission for their personal data to be processed, especially for sensitive information.

ცალსახა თანხმობა: მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ინდივიდებმა უნდა გასცენ ცხადი და კონკრეტული ნებართვა მათი პირადი მონაცემების დამუშავებისთვის, განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაციის შემთხვევაში.

End-to-End Encryption (E2EE)

End-to-End Encryption (E2EE): A system of communication where only the communicating users can read the messages. Data is encrypted on the sender's side and only decrypted on the recipient's side, providing strong privacy.

End-to-End (E2EE) შიფრაცია: კომუნიკაციის სისტემა, სადაც მხოლოდ ინფორმაციის მიმღებსა და გამგზავნს შეუძლიათ წაიკითხონ შეტყობინებები. მონაცემები დაშიფრულია გამგზავნის მიერ და გაშიფრულია მხოლოდ მიმღების მიერ, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ძლიერ კონფიდენციალობას.

Event Logging

Event Logging: The practice of keeping detailed records of access and changes to data, often used for audit purposes in data protection and security systems.

მოვლენების ჩაწერა: მონაცემებზე წვდომისა და ცვლილებების დეტალური ჩანაწერების შენახვა, რომელიც ხშირად გამოიყენება აუდიტის და მონიტორინგის მიზნით მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებში.

Erasure

Erasure: The act of securely deleting personal data so that it cannot be recovered or reconstructed, often required under data protection regulations like GDPR (also known as the "right to be forgotten").

წაშლა: პირადი მონაცემების უსაფრთხოდ წაშლის პროცესი, რაც გამორიცხავს მათ აღდგენას ან რეკონსტრუქციას. ეს პროცესი ხშირად სავალდებულოა მონაცემთა დაცვის რეგულაციების, მაგალითად GDPR-ის, შესაბამისად (ასევე ცნობილი როგორც მონაცემთა წაშლის უფლებადავიწყების უფლება“).

E-discovery (Electronic Discovery

E-discovery (Electronic Discovery): The process of identifying, collecting, and producing electronically stored information (ESI) for legal proceedings, which must be managed with data protection in mind.

ელექტრონული აღმოჩენა (E-Discovery): პროცესი, რომელიც მოიცავს ელექტრონულად შენახული ინფორმაციის (ESI) იდენტიფიცირებას, შეგროვებას და წარმოებას სამართლებრივი პროცესებისთვის, რომელიც უნდა იმართებოდეს მონაცემთა დაცვის ნორმების დათვალისწინებით.

Exfiltration

Exfiltration: The unauthorized transfer of data from a computer or network, often by malicious actors who steal sensitive information.

ექსფილტრაცია: მონაცემების უნებართვო გადაცემა კომპიუტერიდან ან ქსელიდან, ხშირად იმ პირების ან ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ბოროტი ზრახვებით ცდილობენ სისტემებზე წვდომას, სენსიტიური მონაცემების მოპარვას ან ზიანის მიყენებას.

Enterprise Data Management (EDM)

Enterprise Data Management (EDM): The process of ensuring that data is accurate, secure, and accessible across an organization, involving both protection and proper governance of data.

კორპორაციული მონაცემის მართვა (EDM): პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციაში მონაცემები იყოს ზუსტი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი, რაც მოიცავს მონაცემთა დაცვასა და მათ სწორ მართვას.

Exposure

Exposure: A situation in which data is left vulnerable or accessible to unauthorized parties due to inadequate security measures.

გამჟღავნება: სიტუაცია, როდესაც მონაცემები არასაკმარისი უსაფრთხოების ზომების გამო დაუცველი ან არაავტორიზებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

Endpoint Security

Endpoint Security: A method of protecting endpoints (such as laptops, smartphones, and other devices) that connect to a network, ensuring data on these devices is secure from breaches or attacks.

ბოლო (საბოლოო) წერტილის უსაფრთხოება: ბოლო წერტილის დაცვა არის უსაფრთხოების ზომების მიღება ქსელის ბოლო წერტილებზე (კომპიუტერები, მობილური მოწყობილობები, სერვერები და ა.შ.). ეს დაცვა მიზნად ისახავს თავდამსხმელის მიერ ქსელში ინფორმაციის შეყვანის ან მოპარვის თავიდან აცილებას.

Encryption

Encryption: A way of scrambling information so that it can only be read by the person who created it or those they choose to share it with. End-to-end encryption protects data between the sender and the receiver (e.g. between you and a person you send a message to).

დაშიფვრა (კრიპტოგრაფია): ინფორმაციის დაშიფვრის მეთოდი, რომლის შედეგადაც მხოლოდ მისი შემქმნელი ან ის პირები, ვისთანაც ის გაზიარდება, შეძლებენ მის წაკითხვას. ‘’ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრა“(end-to-end encryption) უზრუნველყოფს მონაცემების დაცვას გაგზავნისა და მიღების პროცესში (მაგალითად, თქვენ და იმ პირს შორის, ვისაც შეტყობინებას უგზავნით).

Email

Email (short for electronic mail; alternatively spelled e-mail) is a method of transmitting and receiving messages using electronic devices.

ელექტრონული ფოსტა (ინგლ. e-mail, შემოკლ. ელფოსტა) — კომპიუტერულ ქსელში წერილების მიღებისა და გაგზავნის ტექნოლოგია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით. 

F

FIPS (Federal Information Processing Standards)

FIPS (Federal Information Processing Standards): Standards developed by the U.S. federal government to ensure the security and interoperability of federal computer systems, including guidelines for data protection. 

ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტები (FIPS):  აშშ-ის ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული სტანდარტები ფედერალური კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მოიცავს მონაცემთა დაცვის სახელმძღვანელო მითითებებს.

Fuzz Testing

Fuzz Testing: A software testing technique used to discover vulnerabilities by inputting random data into a program to identify bugs, crashes, or security loopholes.

Fuzz (ფაზ) ტესტირება, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მეთოდი, რომელიც გამოიყენება დაუცველობების გამოსავლენად პროგრამაში შემთხვევითი მონაცემების შეყვანის გზით, შეცდომების ან უსაფრთხოების ხარვეზების იდენტიფიცირების მიზნით.

False Positive

False Positive: A security alert that indicates a potential threat or vulnerability when, in fact, there is none. This can lead to wasted resources in investigating non-existent issues.

ცრუ განგაში: უსაფრთხოების სისტემის მიერ გაცემული შეტყობინება, რომელიც მიუთითებს პოტენციურ საფრთხეზე ან დაუცველობაზე, იმ დროს როცა თუმცა სინამდვილეში არანაირი საფრთხე არ არსებობს. ასეთი შეტყობინებები იწვევს არასაჭირო დროისა და რესურსების დახარჯვას პრობლემის გამოძიებაზე.

Federated Identity

Federated Identity: A system that allows users to access multiple applications or systems with a single set of credentials, often used to streamline authentication across different platforms while maintaining security.

ფედერირებული იდენტობა: სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი და იგივე სახელისა და პაროლის გამოყენებით შევიდეს ერთდროულად სხვადასხვა ონლაინ სერვისებში და აპლიკაციებში. ეს სისტემა ამარტივებს ავტორიზაციის პროცესს და აძლიერებს უსაფრთხოებას, რადგან მომხმარებელს არ სჭირდება მრავალი სხვადასხვა პაროლის დამახსოვრება.

File Integrity Monitoring (FIM)

File Integrity Monitoring (FIM): A security control that monitors and detects changes to files and directories, ensuring that unauthorized modifications are identified and addressed.

ფაილის მთლიანობის მონიტორინგი (FIM): უსაფრთხოების სისტემა, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს ფაილებსა და დირექტორიებში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას და აფიქსირებს უნებართვო მოდიფიკაციებს, რაც საშუალებას იძლევა დროულად გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ უსაფრთხოების ინციდენტები.

Fault Tolerance

Fault Tolerance: The ability of a system to continue operating properly in the event of the failure of some of its components, often through redundancy and backup measures.

გაუმართაობისადმი მიმართ მედეგობა: წარმოადგენს კომპიუტერული სისტემის უნარს, მისი რომელიმე აპარატული ან პროგრამული უზრუნველყოფის ცალკეული კომპონენტის გაუმართაობის შემთხვევაში, ადამიანის ჩაურევლად და სარეზერვო სისტემების მეშვეობით განაგრძოს ფუნქციონირება მომსახურების მოცემულ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის უწყვეტობას, მონაცემების ერთიანობას და მომსახურების აღდგენას მოცემულ დროში.

Firmware

Firmware: Software programmed into hardware devices, providing low-level control for the device's specific functions. Keeping firmware updated is crucial for security, as vulnerabilities can be exploited by attackers.

ფირმვერი (Firmware): მოწყობილობის შიდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ახორციელებს მის ძირითად ფუნქციების დაბალი დონის კონტროლს. ფირმვერის რეგულარული განახლება აუცილებელია მოწყობილობის უსაფრთხოებისთვის, რადგან მისი დაუცველობა შესაძლოა კიბერთავდამსხმელების მიერ იქნას გამოყენებული.

Forensics

Forensics: The application of scientific methods and techniques to investigate and analyze cyber incidents, including data breaches or unauthorized access, to gather evidence for legal proceedings.

სასამართლო ექსპერტიზა/ფორენზიკა: სამეცნიერო მეთოდებისა და ტექნიკების გამოყენება კიბერდანაშაულის, მათ შორის მონაცემთა გაჟონვის ან არასანქცირებული წვდომის გამოსაძიებლად და ანალიზისთვის, რათა შეაგროვონ მტკიცებულებები სამართლებრივი პროცესებისთვის.

Firewall

Either software or a piece of equipment that protects a computer network from external security risks. Firewalls monitor inbound and outbound network traffic and determine whether or not to allow the traffic through based on a set of security standards.

ცეცხლოვანი კედელი (firewall): აპარატურული ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იცავს კომპიუტერულ ქსელს გარე უსაფრთხოების რისკებისგან. იგი აკონტროლებს მონაცემთა შემავალ და გამავალ ნაკადს და იცავს ქსელს უნებართვო წვდომისა და საფრთხეებისგან, განსაზღვრული უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით.

 

Find My Phone

A way to locate your phone by logging into your account from another device. In addition to seeing the location on a map, options may also include making loud sounds through the phone, remotely wiping all data, or otherwise taking control of the phone. Read our guides to learn more about turning off this feature on your phone, or in your social media accounts.

ტელეფონის პოვნა: სხვა მოწყობილობიდან თქვენი ანგარიშის საშუალებით ტელეფონის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. რუკაზე ადგილმდებარეობის ნახვის გარდა, შესაძლოა ასევე ჩართოთ ხმამაღალი სიგნალი ტელეფონში, დისტანციურად წაშალოთ ყველა მონაცემი ან სხვაგვარად აკონტროლოთ ტელეფონი.დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ გამორთოთ ეს ფუნქცია თქვენს ტელეფონზე ან სოციალურ მედია ანგარიშებში, გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოებს.

Factory Reset

Wiping all the information and settings from a phone or other device, returning it to the way it was when it was made. This is one way to remove harmful software and settings from your phone, in combination with other steps like changing account settings or creating new accounts.

ქარხნული გადატვირთვა: ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან ყველა ინფორმაციისა და პარამეტრის წაშლა, მისი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში. ეს არის ერთი გზა მავნე პროგრამებისა და პარამეტრების მოსაშორებლად თქვენი ტელეფონიდან, სხვა ნაბიჯებთან ერთად, როგორიცაა ანგარიშის პარამეტრების შეცვლა ან ახალი ანგარიშების შექმნა.

G

Global Data Protection

Global Data Protection: Refers to the need for organizations operating in multiple jurisdictions to comply with various international data protection laws and regulations, ensuring the protection of personal data worldwide.

მონაცემთა გლობალური  დაცვა/უსაფრთხოება: ნიშნავს სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედი ორგანიზაციების საჭიროებას, შეასრულონ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო კანონები და რეგულაციები, რაც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას მსოფლიო მასშტაბით.

Good Data Protection Practice

Good Data Protection Practice: Refers to the established standards and guidelines that organizations should follow to ensure the effective protection of personal data, encompassing technical, administrative, and physical measures.

მონაცემთა დაცვის სათანადო/კარგი პრაქტიკა: ეხება დადგენილ სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან პერსონალური მონაცემების, მათ შორის ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფიზიკური ნორმების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად.

Granting Access

Granting Access: The process of providing authorized individuals or systems with the ability to access specific data, which must be carefully managed to prevent unauthorized access.

წვდომის მინიჭება: პროცესი, რომლის დროსაც უფლებამოსილ პირებს ან სისტემებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ წვდომა კონკრეტულ მონაცემებზე, რაც უნდა იყოს ფრთხილად მართული უნებართვო წვდომის თავიდან ასაცილებლად.

Guardian

Guardian: An individual or organization responsible for protecting and managing personal data, particularly in contexts where minors or vulnerable individuals are involved.

მცველი: პირი ან ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დაცვასა და მართვაზე, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა ან სოციალურად დაუცველ პირებთან დაკავშირებულ შემთხვევებში.

Grace Period

Grace Period: A specified period during which an organization may continue to process personal data after the expiration of a data processing agreement or consent, often used to allow for compliance adjustments.

საშეღავათო პერიოდი: განსაზღვრული პერიოდი, რომლის განმავლობაში ორგანიზაციას შეუძლია განაგრძოს პირადი მონაცემების დამუშავება, მონაცემთა დამუშავების შეთანხმების ან თანხმობის ვადის გასვლის შემდეგ. ხშირად გამოიყენება შესაბამისობის შესწორებების განსახორციელებლად.

Governance

Governance: The framework of policies, processes, and controls that guide how an organization manages and protects its data assets, ensuring compliance with regulations and best practices.

მართვა: პოლიტიკის, პროცესებისა და კონტროლის ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს, ორგანიზაციის მონაცემთა აქტივების მართვას და დაცვას, უზრუნველყოფს შესაბამისობას რეგულაციებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან.

GDPR (General Data Protection Regulation)

GDPR (General Data Protection Regulation): A comprehensive data protection regulation in the European Union that governs how personal data must be handled, granting individuals rights over their data and imposing strict obligations on organizations.

ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR): ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა დამუშავდეს პირადი მონაცემები, ანიჭებს ინდივიდებს უფლებებს თავიანთ მონაცემებზე და უწესებს ორგანიზაციებს მკაცრ ვალდებულებებს

 

Googling

Searching the Internet for information, specifically on Google. See also Internet Search Engine.

გუგლში ძიება: ინტერნეტში ინფორმაციის ძიება, კონკრეტულად Google-ში. იხილეთ აგრეთვე ინტერნეტის საძიებო სისტემა.

H

Hardware Security Module (HSM)

Hardware Security Module (HSM): A physical device used to manage digital keys for strong authentication and encryption, ensuring secure processing and storage of sensitive data.

აპარატურული უზრუნველყოფის უსაფრთხოების მოდული (HSM): ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ციფრული გასაღებების მართვისთვის, ძლიერი ავთენტიფიკაციისა და შიფრაციისთვის, რაც უზრუნველყოფს სენსიტიური მონაცემების უსაფრთხო დამუშავებასა და შენახვას.

Hacking

Hacking: Breaking into an account, device, or database. The act of doing so is hacking. A person who does this can be called a hacker. When your account has been broken into, it has been hacked.

შეჭრა: ანგარიშში, მოწყობილობაში ან  მონაცემთა  ბაზაში უნებართვოდ შეღწევა. ამგვარ ქმედებას „ჰაკერობა“ ეწოდება, ხოლო ადამინი, რომელიც ამას აკეთებს „ ჰაკერი“ . როდესაც თქვენი ანგარიში გატეხილია, ეს ნიშნავს , რომ  მასში  „ ჰაკერმა“  შეაღწია.

Hardware

Hardware: Hardware is a piece of equipment like a computer, webcam, or printer that uses software.

აპარატურული უზრუნველყოფა:  ტექნიკური მოწყობილობა, როგორიცაა კომპიუტერი, ვებკამერა ან პრინტერი, რომელიც იყენებს რომელიც იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას.

Harassment

Harassment: the misuse of technology by a perpetrator to repeatedly contact, threaten or intimidate another person when they do not want them to and it makes them feel afraid. This may be happening to you if you’re: Being sent abusive, threatening, or insistent text messages and/or emails. Receiving persistent Facebook, WhatsApp, Snapchat, or other online platform messages. Continually being tagged on social media such as Instagram or Facebook. Receiving posts of abusive and/or continuous comments and replies to social media posts. 

შევიწროება/ტექნოლოგიური დევნა:  არის ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება სხვა ადამიანის მიმართ განმეორებითი კონტაქტის, მუქარის ან დაშინების მიზნით, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელიც იწვევს მუდმივ შიშს და  დისკომფორტს. ეს შეიძლება დაგემართოთ, თუ: იღებთ შეურაცხმყოფელ, მუქარის შემცველ მუდმივ ტექსტურ შეტყობინებებს და/ან ელექტრონულ წერილს. ასევე იღებთ მუდმივ შეტყობინებებს Facebook, WhatsApp, Snapchat ან სხვა ონლაინ პლატფორმებზე. განუწყვეტლივ ფიქსირდებით სოციალურ მედიაში, როგორიცაა Instagram ან Facebook-ი და იღებთ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს და / ან მუდმივ კომენტარებს და პასუხებს სოციალური მედიის პოსტებზე.

I

Impersonation

Impersonation: Hiding behind technology to pretend to be someone else as a tactic of further violence and control, for example, to damage a woman’s reputation or relationships.

შენიღბვა : ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება სხვისი იდენტობის მითვისების მიზნით, როგორც ძალადობისა და მანიპულირების ინსტრუმენტი, მაგალითად, ქალის რეპუტაციის დასაზიანებლად ან მისი ურთიერთობების დასაშლელად.

Internet of Things (IoT)

Internet of Things (IoT): Devices or everyday objects that are connected to the Internet or your home network. Sometimes called “smart” or “connected” devices, examples include smart speakers (such as Google Home or Amazon Alexa), televisions, video doorbells, electrical sockets, and even cars, medical devices, and whole buildings. Read our guides to learn more about the IoT.

ნივთების  ინტერნეტი (IoT): მოწყობილობები ან ყოველდღიური საჭიროების ნივთები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტთან ან საშინაო ქსელთან და შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა. ზოგჯერ მათ "ჭკვიან" ან "დაკავშირებულ" მოწყობილობებს უწოდებენ. მაგალითებია ჭკვიანი დინამიკები (როგორიცაა Google Home ან Amazon Alexa), ტელევიზორები, ვიდეო დომოფონები, ელექტრო საშუალებები და მანქანებიც კი, სამედიცინო მოწყობილობები და მთელი შენობები. წაიკითხეთ ჩვენი სახელმძღვანელოები, რათა მეტი გაიგოთ IoT-ის შესახებ.

Internet Service Provider (ISP)

Internet Service Provider (ISP): A company that connects your computer or home network to the Internet (e.g. Rogers, Bell).

ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი (ინტერნეტის მომწოდებელი ):  კომპანია, რომელიც აკავშირებს თქვენს კომპიუტერს ან სახლის ქსელს ინტერნეტთან (მაგ: როჯერსი, ბელი).

IP Address

IP Address: A string of numbers assigned to your computer or network. These can be dynamic, meaning that they change often, or static, which means that they are always the same. If you join a Wi-Fi network away from home, you usually use a different IP address based on that Wi-Fi network.

IP მისამართი: რიცხვების თანმიმდევრობა, რომელიც მინიჭებული აქვს თქვენს კომპიუტერს ან ქსელს. ისინი შეიძლება იყოს დინამიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად იცვლება, ან სტატიკური, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის ერთნაირია. თუ სახლიდან შორს Wi-Fi ქსელს შეუერთდებით, ჩვეულებრივ იყენებთ განსხვავებულ IP მისამართს ამ Wi-Fi ქსელის საფუძველზე

L

Location Tracking

Location Tracking: Using apps or tools to track a person’s location, such as stalkerware. It may seem like the perpetrator knows where the person is at all times.

ადგილმდებარეობის თვალყურის დევნება: აპლიკაციების ან ინსტრუმენტების გამოყენება ადამიანის ადგილმდებარეობის დასადგენად, როგორიცაა ჯაშუშური/სტალკერული პროგრამები. შესაძლოა ჩანდეს, რომ თავდამსხმელმა ყოველთვის იცის სად არის ადამიანი.

Log in (or Login)

Log in (or Login): The information you use to access an account; usually your username or email address and a password. Logging in is the act of going into an account.

სისტემაში შესვლა: ინფორმაცია, რომელსაც იყენებთ თქვენს ანგარიშზე შესასვლელად; ჩვეულებრივ, ეს არის მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი. სისტემაში შესვლა ნიშნავს ანგარიშზე შესვლის პროცესს.

M

Malware

Malware: Malicious software that is designed to allow someone else to break into your account, network, or device. Malware includes viruses and ransomware.

მავნე პროგრამული უზრუნველყოფა/მავნე პროგრამა, მალვეარი (Malware): პროგრამაული უზრუნველყოფა, რომელიც მიზანმიმართულად არის შექმნილი იმისათვის, რომ სხვამ შეაღწიოს თქვენს ანგარიშში, ქსელში ან მოწყობილობაში მოხმარებლისგან მალულად. მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, მოიცავს ვირუსებს და ისეთ პროგრამებს, რომლებსაც შეუძლიათ შეგიზღუდოთ წვდომა, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „მძევლად აიყვანოს" თქვენი კუთვნილი ფაილები და მოგთხოვოთ „გამოსასყიდი" მათ გასათავისუფლებლად.

O

Operating System

Operating System: The software that runs a device like a phone or computer. It should be updated regularly.

ოპერაციული სისტემა: პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მართავს ისეთ მოწყობილობას, როგორიცაა ტელეფონი ან კომპიუტერი. მისი რეგულარული განახლება აუცილებელია.

P

Password

Password: A password or passcode secures your account or device. It is important to use strong passwords, or better yet “pass phrases.” They should be at least 12 or more characters long (letters, numbers, symbols). Do not use any information that others could easily guess like the name of a pet or a birthdate. Use a different password for every account, and a password manager to keep track of them. Experts say you shouldn’t share your passwords with anyone, but some abusive people may force or coerce you into sharing them – and that’s not your fault. Read our guides to learn more about password security.

პაროლი: პაროლი  ან პასკოდი იცავს თქვენს ანგარიშს ან მოწყობილობას. მნიშვნელოვანია ძლიერი პაროლების გამოყენება  ან უკეთესი, "პაროლის ფრაზები". ის უნდა შედგებოდეს მინიმუმ 12 სიმბოლოსგან (ასოები, რიცხვები, სიმბოლოები). არ გამოიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც სხვები ადვილად გამოიცნობენ, როგორიც არის საყვარელი ცხოველის სახელი ან დაბადების თარიღი. გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლი თითოეული ანგარიშისთვის და პაროლის მენეჯერი, რომ თვალყური ადევნოთ მათ. ექსპერტები ამბობენ, რომ თქვენი პაროლები არავის უნდა გაუზიაროთ, მაგრამ ზოგიერთმა თავდამსხმელმა შეიძლება გაიძულოთ მათი გაზიარება – და ეს თქვენი ბრალი არ არის. გაეცანით, ჩვენს სახელმძღვანელოებს, რათა გაიგოთ მეტი პაროლის უსაფრთხოების შესახებ.

Password Manager

Password Manager: A service or app that stores all of your passwords and allows you to use them when you need them. Password managers help you to use strong passwords that are unique to each site or account. Privacy experts recommend against storing your passwords in your browser.

პაროლის მენეჯერი: სერვისი ან აპლიკაცია, რომელიც ინახავს თქვენს ყველა პაროლს და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ისინი საჭიროების შემთხვევაში. პაროლის მენეჯერები გეხმარებათ ძლიერი, უნიკალური პაროლების გამოყენებაში თითოეული საიტისთვის ან ანგარიშისთვის. კონფიდენციალობის ექსპერტები არ გირჩევენ პაროლების შენახვას თქვენს ბრაუზერში.

Permissions

Permissions: Options that you choose once, or that are already set when you get your phone, that allow an app to access your camera, microphone, contacts, files, location, and more.

ნებართვები: პარამეტრები, რომლებსაც ერთხელ ირჩევთ ან რომლებიც უკვე დაყენებულია ტელეფონის მიღებისას, და რომლებიც საშუალებას აძლევს აპლიკაციას წვდომა ჰქონდეს თქვენს კამერაზე, მიკროფონზე, კონტაქტებზე, ფაილებზე, ადგილმდებარეობაზე და სხვა.

Profile

Profile: Specific information about you stored in your account (e.g. social media or online shopping). Depending on the app or website, you can choose how much information is in your profile, and who can see that information. Read our guides to learn how to update and protect your profile information in your cloud accounts and social media accounts.

პროფილი: თქვენ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შენახულია თქვენს ანგარიშში (მაგალითად, სოციალურ ქსელებში ან ონლაინ შესყიდვების დროს). აპლიკაციის ან ვებსაიტის მიხედვით, შეგიძლიათ აირჩიოთ რა მოცულობის ინფორმაციას შეიცავს თქვენს პროფილი და ვის შეუძლია მისი ნახვა. გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოებს, რომ გაიგოთ როგორ განაახლოთ და დაიცვათ თქვენი პროფილის ინფორმაცია ღრუბლოვან ანგარიშებსა და სოციალურ ქსელებში.

R

Report (Content)

Report (Content): Letting a company know about inappropriate or harmful posts, images, comments, or other content, usually on social media or another online account. Read our guides to learn more about how to report abusive content or behaviour on social media accounts.

რეპორტი  (ანგარიში შინაარსის  შესახებ): კომპანიისთვის არასათანადო ან მავნე პოსტების, სურათების, კომენტარების ან სხვა შინაარსის შესახებ ინფორმირება, რომელიც ჩვეულებრივ ხდება სოციალურ ქსელებში ან სხვა ონლაინ ანგარიშებზე. გაეცანით ჩვენს  სახელმძღვანელოებს რათა გაიგოთ მეტი  თუ როგორ უნდა შეატყობინოთ შეურაცხმყოფელი კონტენტი ან ქცევა სოციალურ მედიაში.

Routers

Routers: Devices used to connect personal computers to the Internet via an Internet service provider (ISP) like cable or DSL. The device that your computer is connected to with a cable or through your Wi-Fi network.

როუტერები: მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება პერსონალური კომპიუტერების ინტერნეტთან დასაკავშირებლად ინტერნეტის მომსახურების პროვაიდერის (ISP) საშუალებით, მაგალითად, კაბელის ან DSL-ის საშუალებით. მოწყობილობა, რომელსაც თქვენი კომპიუტერი უკავშირდება კაბელის გამოყენებით ან Wi-Fi ქსელის საშუალებით.

S

Screen Lock

Screen Lock: A security feature that “locks” your device until you enter a passcode, PIN, biometric, or other verification to open it. Privacy experts recommend using a screen lock and not sharing your device with anyone, but some abusive people may force or coerce you into sharing them – and that’s not your fault. Read our guides to learn how to set up a screen lock for your phone.

ეკრანის დაბლოკვა: უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც "ბლოკავს" თქვენს მოწყობილობას, სანამ მის გასახსნელად არ შეიყვანთ პაროლს, PIN-ს, ბიომეტრიულ მონაცემებს ან არ გამოიყენებთგადამოწმების სხვა  მეთოდს. კონფიდენციალურობის ექსპერტები გირჩევენ ეკრანის დაბლოკვის გამოყენებას , ასევე არავის მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე, მაგრამ ზოგიერთმა მოძალადემ შეიძლება გაიძულოთ მათი გაზიარება – და ეს თქვენი ბრალი არ არის. გაეცანით ჩვენს გზამკვლევებს რათა გაერკვეთ, თუ როგორ უნდა დაბლოკოთ თქვენი ტელეფონის ეკრანი.

Search

Search: Looking for information on the Internet. Search engines like Google store every way that people look up information online, and your own searches are usually saved in your Internet browser history. The search results or suggestions you get will be sorted based on your profile and previous searches. Sometimes you will get ads later related to your searches, as companies sell information about you to advertisers.

მოძიება: ისეთი საძიებო სისტემები, როგორიცაა Google, იყენებენ ინტერნეტში ინფორმაციის ძიების ყველა საშუალებას და თქვენი საკუთარი საძიებო მოთხოვნები, ჩვეულებრივ ინახება თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის ისტორიაში. ძიების შედეგები ან შეთავაზებები, რომლებსაც მიიღებთ, დალაგდება თქვენი პროფილისა და წინა საძიებო მოთხოვნების საფუძველზე. ზოგჯერ, მოგვიანებით მიიღებთ თქვენს საძიებო მოთხოვნებთან დაკავშირებულ რეკლამებს, რადგან კომპანიები თქვენს შესახებ ინფორმაციას ყიდიან რეკლამის განმთავსებლებზე.

Search Engine

Search Engine: A website or app that helps you find information on the Internet.

საძიებო  სისტემა: ვებგვერდი  ან აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ ინტერნეტში ინფორმაციის პოვნაში.

Server

Server: Special, very large computers used to store information for websites, apps, or other data that can be accessed through the Internet. When you visit a website through the browser on your computer or smartphone, you are requesting it from a server.

სერვერი: განსაკუთრებული, ძალიან დიდი მოცულობის კომპიუტერები, რომლებიც გამოიყენება ვებგვერდების, პროგრამების, ფაილებისა და მონაცემთა ბაზების დიდი რაოდენობის ან სხვა მონაცემების  შესანახად, რომელთა წვდომა შესაძლებელია ინტერნეტით. როდესაც თქვენს კომპიუტერში ან სმარტფონში ბრაუზერის საშუალებით ეწვევით ვებგვერდს, მას სერვერიდან ითხოვთ.

Settings

Settings: Options for your app, account, or device. You can adjust your settings for greater privacy, security, accessibility, and more.

პარამეტრები: თქვენი აპლიკაციის, ანგარიშის ან მოწყობილობის პარამეტრები. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი პარამეტრები კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის და სხვა მახასიათებლების გასაუმჯობესებლად.

Smart Devices

Smart Devices: Everyday things that are connected to the Internet. Also called the Internet of Things (IoT). Read our guides to learn more about the IoT.

ჭკვიანი მოწყობილობები: ყოველდღიური ნივთები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტთან. მათ ასევე უწოდებენ ნივთების ინტერნეტს (IoT). მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გზამკვლევებს, IoT-ის შესახებ.

Social Media

Social Media: Apps and websites that share updates, photos, and more with other people. Read our guides to learn how to secure your social media.

სოციალური მედია: აპლიკაციები და ვებგვერდები, რომლებიც საშუალებას გაძლევენ სხვებს გაუზიაროთ სიახლეები, ფოტოები და სხვა მასალა. გაეცანით ჩვენს გზამკვლევებს , რათა გაიგოთ თუ როგორ დაიცვათ თქვენი სოციალური მედია.

Software

Software: Software is a set of instructions, or a program made up of computer code that tells a computer, phone, or tablet what to do. This includes individual apps like a web browser, anti-virus, or social media, as well as system software like operating systems (e.g. Android or Windows) and drivers that communicate with hardware.

პროგრამული უზრუნველყოფა: პროგრამული უზრუნველყოფა არის ინსტრუქციების ნაკრები ან პროგრამა, რომელიც შედგება კომპიუტერული კოდისგან, რომელიც უთითებს კომპიუტერს, ტელეფონს ან ტაბლეტს რა უნდა გააკეთოს. ეს მოიცავს ინდივიდუალურ აპლიკაციებს, როგორიცა არის ვებ ბრაუზერი, ანტივირუსი ან სოციალური მედია, ასევე სისტემურ პროგრამებს, როგორიცაა ოპერაციული სისტემები (მაგალითად, Android ან Windows) და დრაივერები, რომლებიც ურთიერთობენ აპარატურასთან.

Spam

Spam: any kind of unwanted, unsolicited digital communication that gets sent out in bulk

სპამი: ნებისმიერი სახის არასასურველი, არასასურველი ციფრული კომუნიკაცია, რომელიც იგზავნება დიდი რაოდენობით

Spyware / Stalkerware

Spyware / Stalkerware: An app or software designed to secretly monitor everything that you do on your phone or computer, including calls, images from the camera, Internet searches, messages, location, and more. It is very difficult to find and remove, and the person doing the monitoring will usually see attempts to do so. Read our Spyware info sheet to learn more.

ჯაშუშური პროგრამა ( მობილურის და კომპიუტერის შპიონური-ჯაშუშური პროგრამა): აპლიკაცია ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ფარულად დააკვირდეს ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ ტელეფონზე ან კომპიუტერში, მათ  შორის აკონტროლებს ზარებს, კამერით გადაღებულ სურათებს, ინტერნეტ საძიებო სისტემებში მოთხოვნებს შეტყობინებებს, ადგილმდებარეობას და სხვა. მისი აღმოჩენა და წაშლა ძალიან რთულია და სპეციალისტს, რომელიც აწარმოებს დაკვირვებას, ჩვეულებრივ შეუძლია დააფიქსიროს თქვენი მცდელობები. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენი ჯაშუშური პროგრამების საინფორმაციო გვერდს.

Stalking (Criminal Harassment)

Stalking (Criminal Harassment): Misusing technology to knowingly and/or recklessly harass someone that causes that person to reasonably fear for their safety or the safety of someone they know.

დევნა/სტალკინგი (სისხლისსამართლებრივი დევნა): ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება ვინმეს განზრახ ან/და დაუფიქრებლად შევიწროებისთვის, რაც იწვევს მისი ან მისი ნაცნობების უსაფრთხოების გონივრულ შიშს.

T

Tablet

Tablet: A device that is smaller than a laptop and larger than a phone, usually with a proportionately large screen.

პლანშეტი: მოწყობილობა, რომელიც უფრო მცირეა ვიდრე ლეპტოპი და უფრო დიდია ვიდრე ტელეფონი, ჩვეულებრივ, პროპორციულად უფრო დიდი ეკრანით.

Threats

Threats: The use of language threatening to harm, extort, or humiliate someone through the use of technology.

მუქარა (საფრთხეები): მუქარის ენის გამოყენება, რაც გულისხმობს ტექნოლოგიის გამოყენებით  პიროვნების ზიანის მიყენებას, შანტაჟს ან დამცირებას.

Two-Factor Verification

Two-Factor Verification: A way of adding extra security to an account or device. Usually, this includes something you know, like a password, and something you have, like your smartphone. Also called Two-Factor Authentication (2FA) or Multi-Factor Authentication (MFA).

ორფაქტორიანი ავტორიზაცია: არის ანგარიშის ან მოწყობილობის დამატებითი დაცვის მექანიზმი. ეს გულისხმობს, რომ შესასვლელად თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი იდენტობა ორი დამოუკიდებელი გზით. ჩვეულებრივ, ეს არის ის, რაც იცით (მაგალითად, პაროლი) და ის, რაც გაქვთ (მაგალითად, სმარტფონი). ორფაქტორიანი ავტორიზაცია ასევე ცნობილია როგორც 2FA (Two-Factor Authentication) ან მრავალფაქტორულ ავთენტიფიკაციას (MFA).

Technology-Facilitated Gender-Based Violence

TFGBV: UNFPA has defined TF GBV as “an act of violence perpetrated by one or more individuals that is committed, assisted, aggravated and amplified in part or fully by the use of information and communication technologies or digital media, against a person on the basis of their gender.

თიეფჯიბივი: UNFPA-მ განსაზღვრა TF GBV,  როგორც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა (ინგლ. Technology-Facilitated Gender-Based Violence; შემოკლებით TFGBV ან „თიეფჯიბივი“), რომელიც ასევე ციფრული ძალადობის ფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებს, ციფრულ სივრცესა და მასში არსებულ ინფორმაციებსა და კომუნიკაციებს გენდერული ნიშნით ბოროტად იყენებს. 

U

Update, Upgrade

Update, Upgrade: An important security step, updating your operating system, apps, anti-virus, and other software that protects your devices and accounts from hacking.

განახლება: უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის თქვენი ოპერაციული სისტემის, პროგრამების, ანტივირუსული და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რაც იცავს თქვენს მოწყობილობებს და ანგარიშებს კიბერთავდასხმებისგან.

User, Username

User, Username: Someone who uses an account, social media platform, computer, database, or another system. A username is a unique name you use to access an account when you log in.

მომხმარებელი, მომხმარებლის სახელი: მომხმარებელი, რომელიც იყენებს ანგარიშს, სოციალური მედიის პლატფორმას, კომპიუტერს, მონაცემთა ბაზას ან სხვა სისტემას.

V

Verification Code

Verification Code: An added security step, usually a number sent by SMS text message to your phone or your email, which you use to access your account in addition to a password or if you ask to reset your password.

ვერიფიკაციის კოდი: უსაფრთხოების დამატებითი ნაბიჯი, ჩვეულებრივ ნომერი, რომელიც იგზავნება SMS ტექსტური შეტყობინების სახით თქვენს ტელეფონზე ან ელფოსტაზე და გამოიყენება ანგარიშზე წვდომისთვის პაროლთან ერთად ან  თუ თქვენ მოთხოვნით პაროლის აღდგენას.

VPN (Virtual Private Network)

VPN (Virtual Private Network): Like a secure tunnel for your information, a VPN allows you to connect over public Wi-Fi and other unsecured networks more safely. When you use a public Wi-Fi network, for instance, your device and data could be visible to someone else on the network. VPNs can be set up through some web browsers or can be accessed through paid monthly services.

ვირტუალური პირადი ქსელი (VPN): უსაფრთხო არხი თქვენს მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის. როდესაც საჯარო Wi-Fi ქსელს იყენებთ, თქვენი მოწყობილობა და მონაცემები შეიძლება ხილული იყოს სხვა ადამიანებისთვის ამ ქსელში. VPN-ები შეიძლება დაყენდეს ზოგიერთ ვებ ბრაუზერში ან იყოს ხელმისაწვდომი ყოველთვიური ფასიანი სერვისებით.

W

Webcam

Webcam: A camera built into or connected to your computer, tablet, or phone. Privacy experts recommend putting a reusable sticker or other cover over your webcam when you’re not using it.

ვებკამერა: თქვენს კომპიუტერში, პლანშეტში ან ტელეფონში ჩაშენებული კამერა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტები გირჩევენ დააკრათ მრავალჯერადი გამოყენების სტიკერის  თქვენს ვებკამერაზე, როდესაც მას არ იყენებთ.

Wi-Fi

Wi-Fi: Wireless connection between devices or to the Internet. Privacy experts recommend avoiding public Wi-Fi, and use a virtual private network (VPN) instead. See our guide to resetting your Wi-Fi network.

Wi-Fi: უსადენო კავშირი მოწყობილობებს შორის ან ინტერნეტთან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტები გვირჩევენ თავი ავარიდოთ საჯარო Wi-Fi-ს გამოყენებას და მის ნაცვლად გამოვიყენოთ ვირტუალური პირადი ქსელი (VPN). გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოს თქვენი Wi-Fi ქსელის პარამეტრების გადატვირთვის შესახებ.