2023 წლის სექტემბრიდან, მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს 3 წლიანი პროგრამას - “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში.”
“უსაფრთხო ონლაინის” ამოცანაა, დაეხმაროს ყველა დასაქმებულ ადამიანს, რომელიც ონლაინ ძალადობის წინაშეა ან შეძლოს ონლაინ ძალადობის პრევენცია, ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას ციფრულ ეკონომიკაში.
პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას ციფრულ ეკონომიკაში და დასაქმებულთა დაცვას ციფრული ძალადობისგან. “უსაფრთხო ონლაინის” ამოცანაა, დაეხმაროს ყველა დასაქმებულ ადამიანს, რომელიც ონლაინ ძალადობის წინაშეა ან შეძლოს ონლაინ ძალადობის პრევენცია, ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას ციფრულ ეკონომიკაში.
პროგრამა დაინტერესებული მხარეების დახმარებით, შეიმუშავებს საჭირო მექანიზმებს და ჩაატარებს ტრენინგები, რათა ბიზნესი ციფრულ სივრცეში იყოს მეტად დაცული.
პროგრამა ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეებს შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებასა და ონლაინ ძალადობის გავლენის შემცირებას, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს უსაფრთხოებას ეკონომიკაში ელექტრონული კომერციალიზაციის გზით.
პროგრამის მიზანია, ბიზნესის სფეროში ჩართული ქალები, მცირე და საშუალო მეწარმეები, ასევე, სხვა ტიპის დასაქმებულნი ფლობდნენ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლის დახმარებითაც შეძლებენ ციფრულ ბიზნესში უსაფრთხო ოპერირებას.
პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის მერსი ქორფსის მიერ. სომხეთში პროგრამის განმახორციელებელია - გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი (IMINI).