2024-10-09
ტრენინგი/ფორუმი თემაზე: ექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) და მისგან თავის დაცვა ინტერბიზნესის აკადემიაში
დღეს, ინტერბიზნესის აკადემიაში პროგრამამ "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის ჩაატრა ტრენინგი/ფორუმი თემაზე: "ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) და მისგან თავის დაცვა". ფორუმი გახსნა უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ და ჩაატარა პრეზენტაცია ზემოთ აღნიშნულ თემაზე. დისკუსიის ნაწილში ასევე ჩაერთო MEL კორდინატორი - ქეთევან ლეჟავა. ტრენინგი საინტერესოდ ჩატარდა და სტუდენტების მოწონება დაიმსახურა.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ