ჩვენს შესახებ
2023 წლის სექტემბრიდან, მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო 3 წლიანი პროგრამა საქართველოსა და სომხეთში - „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ციფრული ტრანსფორმაციის დემოკრატიზაციისა და ბიზნესში ქალების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება აქტივობები, რაც მოიცავს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ძალადობის ფორმებისა და მათგან თავის დაცვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას (TFGBV – Technology Facilitated Gender Based Violence), TFGBV-ის კვლევას საქართველოსა და სომხეთში, სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს
და საგანმანათლებო ორგანიზაციების გაერთიანებას ზემოთ ნახსენები TFGBV-ის პრევენციისთვის და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისთვის.
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
დეპარტამენტის მხარდაჭერით “მერსი კორპსის” მიერ.
საქართველოში „მერსი კორპსის“ პარტნიორი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არის - სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD), ხოლო სომხეთში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გენდერული თანასწორობის საკითხებში - გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი (IMINI).