2024-12-19
ტრენინგი/ფორუმი თემაზე: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) და მისგან თავის დაცვა ინტერბიზნესის აკადემიაში

დღეს, 19 დეკემბერს, ინტერბიზნესის აკადემიაში პროგრამამ "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის ჩაატრა ტრენინგი/ფორუმი თემაზე: "ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) და მისგან თავის დაცვა". ფორუმი გახსნა უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ და ჩაატარა პრეზენტაცია ზემოთ აღნიშნულ თემაზე. ტრენინგი საინტერესოდ ჩატარდა და სტუდენტების მოწონება დაიმსახურა.