Apple ID
iPhone-ს კონფიცენციალურობისა და უსაფრთხოების გზამკვლევი
Apple ID
iPhone-ის ან iPad-ის პირველად შეძენის შემთხვევაში, უნდა შექმნათ Apple ID. იგი აუცილებელია ყველა იმ ოპერაციისთვის, რასაც Apple-ში აკეთებთ, მათ შორის: iTunes-სა თუ App Store-ში შოპინგის, iCloud-ის სერვისებზე წვდომის, iMessage-ისა და FaceTime-ის გამოყენებისა და Apple-ის მხარდაჭერასთან დასაკავშირებლად. თქვენი Apple ID, როგორც წესი, ელფოსტის მისამართია (შეიძლება, იყოს თქვენი პირადი ელფოსტა ან ელფოსტა, რომელიც ბოლოვდება @icloud.com-ით. იგი, ასევე, გამოიყენება თქვენს iCloud ანგარიშზე წვდომისთვის).
შეგიძლიათ, თქვენს ანგარიშზე დაამატოთ ალტერნატიული Apple ID ან ელფოსტის მისამართი. იმის სანახავად, თუ რომელი ელფოსტის მისამართია დაკავშირებული თქვენს ანგარიშთან, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Apple ID-ისა და პაროლის გამოყენებით. ავტორიზაციის გასვლისთანავე, საშუალება გაქვთ, წაშალოთ ძველი ელფოსტის მისამართები, რომლებსაც აღარ იყენებთ და დარწმუნდით, რომ სხვა ელფოსტის მისამართი არ არის დამატებული. ასევე, შესაძლებელია: პაროლის, უსაფრთხოებისთვის საჭირო კითხვებისა და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება. დააყენეთ ისეთი სირთულის პაროლი, რათა სხვებს გამოცნობა გაუჭირდეთ და შეცვალეთ მაშინვე, თუ ფიქრობთ, რომ, თქვენ გარდა, სხვამაც იცის.
წაიკითხეთ მეტი რჩევა პაროლების შესახებ.