date

2024-07-23

ადგილმდებარეობის პარამეტრები


მრავალ აპლიკაციას სურს, ჰქონდეს წვდომა თქვენი iPhone-ისა და iPad-ის ადგილმდებარეობაზე. შეგიძლიათ, აკონტროლოთ, რომელ აპლიკაციას ექნება წვდომა თქვენს ადგილმდებარეობაზე. ამისათვის გადადით: პარამეტრები/კონფიდენციალობა/მდებარეობის სერვისები - სწორედ აქ შეგიძლიათ, გამორთოთ ადგილმდებარეობის გაზიარების ყველა სერვისი ან შეარჩიოთ, რომელ აპლიკაციებს შეუჩეროთ თქვენს ადგილმდებარეობაზე წვდომა. რეკომენდებულია, ადგილმდებარეობაზე წვდომა გამოურთოთ აპლიკაციებს მაშინ, როდესაც არ იყენებთ. აპლიკაციის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის შეგეძლებათ მდებარეობის ჩართვა.
ადგილმდებარეობის კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც გადახედვას საჭიროებს, სისტემების სერვისია. აქ iPhone თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სხვა მიზნებისთვის, ფუნქციებისთვის იყენებს. სისტემის სერვისებზე წვდომისთვის გადადით: პარამეტრები/უსაფრთხოება/ადგილმდებარეობა და სულ ბოლოს  აირჩიეთ „სისტემის სერვისები“. ადგილმდებარეობაზე ინფორმაციის წვდომის მინიმიზება, ასევე, დაგეხმარებათ ბატარეის „სიცოცხლის დაზოგვაში“.

მსგავსი iPhone-ის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

დამატებითი რჩევები

2024-07-23

გამოიყენეთ რთული პაროლები: დარწმუნდით, რომ გაქვთ რთული პაროლი და არ გააზიაროთ იგი. თუ ვინმემ გაიგო თქვენი პაროლი, შეცვალეთ, რაც შეიძლება მალე. შეზღუდ...

დეტალურად

Apple ID

iPhone-ს კონფიცენციალურობისა და უსაფრთხოების გზამკვლევი Apple ID iPhone-ის ან iPad-ის პირველად შეძენის შემთხვევაში, უნდა შექმნათ Apple ID. იგი აუც...

დეტალურად

iPhone-ის პარამეტრები

თავად iPhone-ს აქვს მრავალი ისეთი პარამეტრი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ წვდომა თქვენი მოწყობილობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. დროის ფაქ...

დეტალურად

იპოვე ჩემი iPhone

პიროვნებას შეუძლია, იპოვოს თავისი მოწყობილობა iCloud-ში შესვლით, თუკი  მოწყობილობის პარამეტრებში ჩართული აქვს იპოვე ჩემი iPhone (Find My iPhone)...

დეტალურად