2024-07-23
iღრუბლის სერვისები
iPhone-ის მომხმარებლების უმეტესობა Apple -ის iCloud სერვისებსაც იყენებს. iCloud-ზე დაფუძნებული სერვისი ინახავს მუსიკას, სურათებს, აპლიკაციებს, კონტაქტებს, ელფოსტასა და დოკუმენტებს. აპლიკაციებში შექმნილი ისეთი დოკუმენტები, როგორიც არის: პრეზენტაციები, ელექტრონული ცხრილები, სურათები PDF დოკუმენტები, ასევე, შეიძლება, შეინახოს iCloud-ზე.
iCloud-ზე წვდომა შეგიძლიათ Apple-ის ყველა მოწყობილობასთან დაკავშირებით ან თქვენი iCloud-ის ანგარიშზე შესვლით (ჩვეულებრივ: იგივე Apple ID) კომპიუტერიდან. თუ თქვენი მოწყობილობის ასლს iCloud-ზე შეინახავთ, მობილურის გადატვირთვის ან განახლების შემთხვევაში, უნდა გაიაროთ თქვენი ანგარიშის ავტორიზაცია იმისათვის, რომ ყველა აპლიკაცია და პარამეტრი აღდგეს თქვენს მოწყობილობაზე.
iCloud-ის სერვისების გამოყენებას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. უპირატესობა: აპლიკაციები ავტომატურად განახლდება, როდესაც, Apple ID-ის საშუალებით, გაივლით ავტორიზაციას თქვენს ახალ ან გადატვირთულ მოწყობილობაზე. iCloud Drive-ის ანდა Apple ID-ის გამოყენების შემთხვევაში, სხვა მოწყობილობებიდანაც წვდომა გექნებათ იმავე დოკუმენტებსა და აპლიკაციებზე. მაგრამ, თუ ახალ მოწყობილობას მოძალადე პარტნიორის კონტროლისგან თავის დასაცავად აყენებთ, მისი განახლება იგივე აპლიკაციებითა და პარამეტრებით სარისკოა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით გზამკვლევს მობილურის უსაფრთხო კონფიგურაციისა და გააქტიურების შესახებ.
iCloud-ის გამოყენების უარყოფითი მხარე ის არის, რომ თქვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ერთი მოწყობილობიდან, და, შესაბამისად, ერთი ადგილიდან, არამედ სხვადასხვა ადგილებიდანაც. სხვადასხვა წერტილიდან წვდომის შესაძლებლობამ კი შეიძლება თქვენი ინფორმაცია ძალზე დაუცველი გახადოს.
სხვა ადამიანს ხელი მიუწვდება თქვენს მონაცემებსა და ინფორმაციზე თუ იცის თქვენი Apple ID-ის ან iCloud-ის მომხმარებლის სახელი/პაროლი.
უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის ზომები გულისხმობს თქვენი iCloud პაროლის შეცვლას ან ლიმიტის დაწესებას იმ ინფორმაციაზე, რომლის მიღება iCloud-ის საშუალებით გსურთ. იმის განსასაზღვრად, თუ რა ტიპის ინფორმაციის სარეზერვო ასლი შეიქმნება iCloud-ზე თქვენი iPhone თუ iPad მოწყობილობის საშუალებით, გადადით: პარამეტრები/iCloud თქვენს მოწყობილობაზე და აირჩიეთ რომელი მონაცემების (სურათები, ელფოსტა, კონტაქტები და ა.შ.) სარეზერვო ასლის შექმნა გსურთ. ასევე, შეგიძლიათ, აირჩიოთ, რა შეინახოთ iCloud Drive-ში.