2024-07-23
ოჯახური გაზიარება
ოჯახური გაზიარების (Family Sharing) ფუნქცია 6-მდე სხვა ანგარიშს აძლევს საშუალებას, გააზიაროს iTunes, iBooks და App Store შესყიდვები; სურათები და ვიდეოები; საოჯახო კალენდარი. Family Sharing ჯგუფის წევრობისთვის საკმარისია, პირმა მოწვევა მიიღოს და დაეთანხმოს მას. ოჯახის ორგანიზატორი პასუხისმგებელია ოჯახის სხვა წევრების გადახდებზეც, მას შეუძლია შესყიდვების გაუქმებაც.
შეძენილი კონტენტის გაზიარება Family Sharing ჯგუფში შესაძლებელია ნებისმიერისთვის. Family Sharing-ში გაწევრიანებისას გეკითხებიან, გსურთ თუ არა თქვენი ადგილსამყოფელის გაზიარება. ყოველთვის შეგიძლიათ ამ ფუნქციის გამორთვა: პარამეტრები/iCloud/გააზიარე ჩემი ლოკაცია; ეს პარამეტრი გაძლევთ საშუალებას, განსაზღვროთ, ოჯახის რომელ წევრს შეეძლება თქვენი ადგილმდებარეობის ნახვა.