2024-07-23
დამატებითი რჩევები
გამოიყენეთ რთული პაროლები: დარწმუნდით, რომ გაქვთ რთული პაროლი და არ გააზიაროთ იგი. თუ ვინმემ გაიგო თქვენი პაროლი, შეცვალეთ, რაც შეიძლება მალე.
შეზღუდეთ თქვენს ინფორმაციაზე წვდომა: სმარტფონები თქვენს ინფორმაციაზე წვდომას მრავალი მოწყობილობიდან აადვილებს. აწონ-დაწონეთ მოხერხებულობისა და კონფიდენციალობის მნიშვნელობა, რათა დაადგინოთ, რა არის თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო.
ანგარიშებიდან გასვლა: გამოდით აპლიკაციიდან, თუ მას არ იყენებთ. შეიძლება, ყოველ ჯერზე, ავტორიზაციის თავიდან გავლა დამღლელი იყოს, მაგრამ ამით თქვენ თქვენივე ანგარიშებზე სხვა ადამიანების წვდომას გამორიცხავთ.
არ გააზიაროთ თქვენი მოწყობილობები: მოერიდეთ სხვისი მოწყობილობების გამოყენებასა და საკუთარის გაზიარების ფუნქციის გამოყენებას. თუ ვინმეს სურს, ითხოვოს თქვენი მოწყობილობა, წაშალეთ პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, ნომრები, რომელთაც დაუკავშირდით და შეტყობინებები, რომლებიც გააგზავნეთ. თუ თქვენ გესაჭიროებათ რუკის აპლიკაციის გამოყენება, ვებ ბრაუზერის საშუალებით (გამოიყენეთ ინკოგნიტო რეჟიმის ფუნქცია) ისარგებლეთ. არ დაგავიწყდეთ, გამოხვიდეთ ნებისმიერი ონლაინ ანგარიშიდან, რომელთანაც წვდომა სხვისი მოწყობილობიდან განახორციელეთ.