ზოგადი ინფორმაცია
ეს გზამკვლევი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ანდროიდის მომხმარებლებს თავიანთი სმარტფონების უსაფრთოხებისა და კონფიდენციალურობის გაძლიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ანდროიდის ყველა მოწყობილობა ერთ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, შეიძლება, პარამეტრები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ბრენდის მიხედვით (მაგ: Samsung, Google, LG, Huawei, Motorola). ამიტომ, გამოიყენეთ ეს გზამკვლევი, როგორც ზოგადი მითითება და არა დეტალურად აღწერითი სახელმძღვანელო.
სმარტფონები ინახავს დიდი რაოდენობით პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის: ელ.ფოსტისა და სოციალური მედიის ანგარიშებს, შეხსენებებს, ჩანაწერებს, შენიშვნებს, ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობასა და ბიომეტრიულ მონაცემებსაც კი, როგორიც არის: თითის ანაბეჭდები და სახის ამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებლები ბევრ რამეს უფრო ამარტივებს, მათი გამოყენება შეუძლიათ მოძალადეებს მსხვერპლთა მონიტორინგისა და შევიწროვების მიზნით.
თქვენი სმარტფონის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გასაუმჯობესებლად, კონცენტრირდით 2 სფეროზე: (1) თქვენს მოწყობილობაში ჩაშენებული კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ფუნქციები, რომლებიც შეიძლება, განსხვავდებოდეს ბრენდის მიხედვით და (2) თქვენს მოწყობილობასთან დაკავშირებული Google ანგარიში, რომელიც ანდროიდის ყველა მოწყობილობაზეა მორგებული.