ანდროიდის მოწყობილობების პარამეტრები
ანდროიდის თითოეულ სმარტფონს აქვს უნიკალური პარამეტრები, მაგრამ არსებობს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების სტანდარტული პარამეტრები, რომელიც უნდა დააკონფიგურიროთ თქვენი ინფორმაციის უკეთესად კონტროლისთვის. თითოეული პარამეტრის ზედმიწევნით გადახედვა შრომატევადია, მაგრამ ეს გეხმარებათ, შეიტყოთ პარამეტრების ფუნქციების შესახებ და ამასთანავე, გაიგებთ რამდენად აკონტროლებთ თქვენს მოწყობილობას, რა ტიპის ინფორმაცია არის შენახული ან/და პოტენციურად გაზიარებადი. ქვემოთ მოცემულია კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რამდენიმე ძირითადი პარამეტრი, რომლითაც უნდა დაიწყოთ შემოწმება.