აპლიკაციების წვდომა მოწყობილობის კონტენტზე
აპლიკაციის ჩამოტვირთვისას მოგეთხოვებათ, წვდომა მისცეთ თქვენს მობილურში არსებულ გარკვეულ კონტენტზე (მაგ: კონტაქტებზე, კალენდარზე, სურათებზე). Android OS-ის ახალ ვერსიებზე შეგიძლიათ, მართოთ ეს ნებართვები სექციაში: პარამეტრები > აპლიკაციები > აპლიკაციის ნებართვები. ძველი ვერსიებისთვის გამოიყენეთ აპლიკაციის მენეჯერი. შეაფასეთ, საჭიროა თუ არა აპლიკაციის წვდომა თქვენს მონაცემებზე მისი ფუნქციონირებისთვის.