2024-07-16
16 ივლისს პროგრამამ "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ჩაატარა ფორუმი
შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეწარმე ქალები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მასწავლებლები, საკრებულოს და მერიის თანამშრომლები.
ფორუმი გახსნეს პროგრამის მენეჯერმა - ნინო ჩუბინიძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ხაჩიძემ , რომლებმაც ისაუბრეს ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ ჩაატარა პრეზენტაცია ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმებსა (TFGBV) და ინსტრუმენტარიებზე.