date

2024-10-10

გაზეთი ბოლნისი


გაზეთი ბოლნისი

პროგრამა - „უსაფრთხო ონლაინი“ ეხმარება სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ მეწარმე ქალებს ონლაინ ბიზნეს საქმიანობის უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელებისთვის. ელექტრონული კომერციალიზაციის საკითხებში ქალების ცოდნისა და უნარების გაძლიერება შესაძლებელი იქნება პირისპირ ჩატარებული ტრენინგებითა და პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ სასწავლო პორტალით - www.safeonline.ge

✔️ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ელექტრონული კომერციალიზაციის სასწავლო კურსები, რომლის მეშვეობით მეწარმე ქალები გაიღრმავებენ ცოდნასა და უნარებს ონლაინ მარკეტინგის, ელექტრონული გაყიდვების და სხვა ელექტრონული ბიზნეს საქმიანობის მართვის შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ მერსი ქორფსის სერტიფიკატი.

📍 2023 წლის სექტემბრიდან - 2026 წლის სექტემბრამდე, მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო 3 წლიანი პროგრამა საქართველოსა და სომხეთში - „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ციფრული ტრანსფორმაციის დემოკრატიზაციისა და ბიზნესში ქალების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და ხორციელდება მერსი ქორფსის მიერ.

პროგრამის ”უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიაში” პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოში - სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD), ხოლო სომხეთში - გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი (IMINI).


#უსაფრთხოონლაინი #MercyCorps #safeonline #ქალთაგაძლიერება #ქალთაგაძლიერებაციფრულეკონომიკაში #ციფრულიეკონომიკა #tfgbv #MercyCorpsGeorgia 

Similar NEWS

2024-05-15
ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV)

ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV)

15 მაისს, პროგრამის - "უსაფრთხო ონლაინი" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ელექტრონული კომერციის (E - commerce) უსაფრთხოება და ტექნოლოგიე...

in details
2024-10-17
"უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში"  პროგრამის ტრენინგი/ფორუმი რუსთავში, კოლეჯში "არსი"

"უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" პროგრამის ტრენინგი/ფორუმი რუსთავში, კოლეჯში "არსი"

17 ოქტომბერს, საზოგადოებრივ კოლეჯში "არსი" პროგრამის "უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" უსაფრთხოების/ტექნოლო...

in details
2024-10-24
ვებინარი

ვებინარი

24 ოქტომბერს, 12 საათზე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ქალებს   ჩაუტარა ვებინარი თემებზე: 1. &qu...

in details
2024-09-30
ჰაკათონი: "უსაფრთხო ციფრული ჰორიზონტები".

ჰაკათონი: "უსაფრთხო ციფრული ჰორიზონტები".

30 სექტემბერს, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში, „უსაფრთხო ონლაინის“ პარტნიორმა ორგანიზაციამ - Impact Innovations Institute გიუმრის ტექნოლოგიურ ცე...

in details